სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, 1 საათიანი შესვენება 13:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე შუალედში; შაბათი - 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე შესვენების გარეშე.
ანაზღაურება: 2000 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
· ტრანზიტული და კომერციული ტვირთის/გზავნილების მიღების, გადმოტვირთვის, რეგისტრაციისა და დახარისხების პროცესის კონტროლი;
· გზავნილების საჰაერო ან სახმელეთო გზით გაგზავნის პროცესის კოორდინაცია;
· საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება, წარდგენა და შესაბამისი პროცესების კონტროლი;
· ხარვეზიანი გზავნილების შემთხვევაში დოკუმენტაციის შეგროვება და გამომგზავნის ინფორმირება;
· საბაჟო ორგანოსთან და შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
· ანგარიშების მომზადება და დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· უმაღლესი განათლება
· ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
· MS Office-ის ცოდნა;
· სამუშაოსთვის საჭირო პროგრამულ სისტემებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
· მართვის მოწმობა - B კატეგორია
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
· გასაუბრება;
· მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“