შპს „საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონულ პლათფორმას - „მალეო“, რომელიც გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და თურქეთიდან ელ.კომერციის გზავნილების მიღების საშუალებას საქართველოში.
ნებისმიერ სრულწლოვან, საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს აშშ-ში, საბერძნეთში და თურქეთში შექმნას საკუთარი საფოსტო მისამართი. შპს „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს ამ მისამართზე შემოსული ელ.კომერციის გზავნილების ტრანსპორტირებას საქართველოში და მის ჩაბარებას მომხმარებლისათვის.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე www.maleo.ge