მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

შპს „საქართველოს ფოსტის“

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

 

შპს „საქართველოს ფოსტა“ (შემდგომში - საქართველოს ფოსტა) პატივს სცემს და იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კანონიერად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზნებისთვის. წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა (შემდგომში - „პოლიტიკა“) განმარტავს, რა კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, საიდან ვიღებთ მათ, რა მიზნებისთვის გვჭირდება, ვის ვუზიარებთ, რამდენ ხანს ვინახავთ და როგორ შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი უფლებები.

1. ვინ არის პასუხისმგებელი თქვენი მონაცემების დამუშავებაზე

ამ პოლიტიკის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია:

დასახელება: შპს „საქართველოს ფოსტა“

საიდენტიფიკაციო ნომერი: 203836233

მისამართი: სადგურის მოედანი №2, 0100, თბილისი, საქართველო

ელფოსტა: info@gpost.ge

ტელეფონი: +995 032 224 09 09

ვებგვერდი: www.gpost.ge

1.1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი დამოუკიდებლად უწევს კონსულტაციას საქართველოს ფოსტას, აანალიზებს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს, მონაწილეობს რისკების შეფასებაში, თანამშრომლობს ზედამხედველ ორგანოსთან და არის საკონტაქტო პირი მონაცემთა სუბიექტებისთვის[1].

სახელი და გვარი: ავთანდილ ლეფსვერიძე

ელ.ფოსტა: a.lepsveridze@gpost.ge

ტელეფონი: 595 05 88 35

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისთვის მოთხოვნის ან შეკითხვის გასაგზავნად შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ შემდეგი ელ.ფოსტით - info@gpost.ge ან წერილობით მიმართოთ საქართველოს ფოსტას ზემოთ მითითებულ მისამართზე.

2. პოლიტიკის გავრცელების ფარგლები

2.1. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება საქართველოს ფოსტის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შემთხვევებზე, მათ შორის: ოფისებში, სერვისცენტრებში, საწყობებში, საბაჟო საწყობში/ტერმინალებში და სხვა ობიექტებში; მომხმარებელთან სატელეფონო, წერილობითი ან ელექტრონული კომუნიკაციისას; ვებგვერდის, მობილური აპლიკაციისა და სხვა ონლაინ სერვისების გამოყენებისას; განცხადებების, რეკლამაციების, საჩივრებისა და სხვა მოთხოვნების განხილვისას; აგრეთვე საფოსტო-საკურიერო, საკურიერო, ლოგისტიკური და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შეთავაზების, გაფორმებისა და გაწევის პროცესში.

2.2. პოლიტიკა ვრცელდება როგორც იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საკუთარ პერსონალურ მონაცემებს უშუალოდ აწვდიან საქართველოს ფოსტას, ისე იმ პირებზე, რომელთა მონაცემებსაც სხვა სუბიექტებისგან იღებს საქართველოს ფოსტა. მაგალითად, გზავნილის გამგზავნმა შესაძლოა საქართველოს ფოსტას მიაწოდოს ადრესატის პერსონალური მონაცემები.

3. მონაცემთა სუბიექტების კატეგორიები

დამუშავების კონკრეტული მიზნისა და გარემოებების გათვალისწინებით, მონაცემთა სუბიექტები შეიძლება იყვნენ, მათ შორის:

ა) გზავნილის გამგზავნი, ადრესატი, გზავნილის ფაქტობრივი მიმღები და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები;

ბ) საქართველოს ფოსტის მოქმედი, ყოფილი და პოტენციური მომხმარებლები, ონლაინ ანგარიშის მფლობელები და მობილური აპლიკაციის მომხმარებლები;

გ) სერვისცენტრის, ვებგვერდის, ჩატის, ელფოსტის, სოციალური ქსელის გვერდისა და სატელეფონო ცენტრის მომხმარებლები;

დ) საჩივრის, პრეტენზიის/რეკლამაციის, განცხადების ან სხვა მოთხოვნის ავტორები;

ე) საქართველოს ფოსტის ობიექტების ვიზიტორები;

ვ) ინდივიდუალური მეწარმეები, მომსახურების მომწოდებელი ფიზიკური პირები, აგრეთვე კონტრაქტორი იურიდიული პირების წარმომადგენლები და თანამშრომლები.

 

  1. საიდან იღებს საქართველოს ფოსტა თქვენს მონაცემებს

საქართველოს ფოსტა მონაცემებს მოიპოვებს მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ შორის შემდეგი გზით:

მოპოვების წყარო

გარემოება

უშუალოდ თქვენგან

სერვისცენტრში ან საქართველოს ფოსტის სხვა ობიექტში ვიზიტისას; გზავნილის გაგზავნის ან მიღებისას; ხელშეკრულების გაფორმებისას; ონლაინ ანგარიშის შექმნისა და მართვისას; მობილური აპლიკაციის გამოყენებისას; აგრეთვე ჩატის, ელფოსტის, ტელეფონის ან სოციალური ქსელის მეშვეობით კომუნიკაციისა და საჩივრის, განცხადების ან სხვა მოთხოვნის წარდგენისას.

მომსახურების პროცესში ჩართული სხვა პირებისგან

მონაცემები შეიძლება მიღებულ იქნეს გზავნილის გამგზავნისგან, თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან, როდესაც ამ მონაცემების მოწოდება აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გასაწევად.

საფოსტო და ლოგისტიკური პარტნიორებისგან

საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს საფოსტო ოპერატორისგან/ორგანიზაციიდან, კონტრაქტორებისგან და საერთაშორისო საფოსტო ქსელის მონაწილეებისგან, როცა ეს საჭიროა, მათ შორის, გზავნილის დამუშავების, ტრანსპორტირების, საბაჟო პროცედურის ან გზავნილის ჩაბარებისთვის.

საჯარო დაწესებულებებისგან და სხვა სუბიექტებისგან

საჯარო დაწესებულებების და სხვა სუბიექტების მიერ საქართველოს ფოსტაში წარმოდგენილი განცხადებების, საჩივრების, მოთხოვნების, ოფიციალური წერილების ან სხვა მიმართვების ფარგლებში. ასევე საბაჟო, საგადასახადო, სამართალდამცავი, სასამართლო ან სხვა უფლებამოსილი ორგანოებისგან, როდესაც ეს აუცილებელია შესაბამისი საკითხის განხილვისთვის ან საქართველოს ფოსტისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად.

საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან

მხოლოდ მაშინ, როცა შესაბამისი ინფორმაციის გამოყენება კანონმდებლობით ნებადართული, მიზნისთვის აუცილებელი და პროპორციულია.

 

5. რა სახის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს ფოსტა ?

5.1. საქართველოს ფოსტის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები, დამუშავების მიზნებისა და გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის, შემდეგ კატეგორიებს:

მონაცემთა კატეგორია

მაგალითები

საიდენტიფიკაციო მონაცემები

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, პირადობის ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები და სხვა.

საკონტაქტო მონაცემები

გზავნილის ჩაბარების მისამართი, სატელეფონო ნომერი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია.

გზავნილთან და მის მიწოდებასთან დაკავშირებული მონაცემები

გზავნილის კოდი, სახეობა/კატეგორია, წონა, გაგზავნის/ჩაბარების თარიღები, სტატუსი, ჩაბარების მტკიცებულება, ხელმოწერა, დეკლარირებული ღირებულება, შიგთავსის აღწერა, დაზიანების/დაკარგვის შესახებ ინფორმაცია და სხვა.

ხელშეკრულებასთან და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ინფორმაცია

ხელშეკრულება, შერჩეული ან გაწეული მომსახურების სახე და ღირებულება, აგრეთვე მომსახურების შეკვეთასთან, გაფორმებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული მონაცემები

ელფოსტით, სატელეფონო ზარით, ჩატით, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია, მათ შორის მიმოწერის შინაარსი და კომუნიკაციასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.

ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის ანგარიშთან და ავტორიზაციასთან  დაკავშირებული მონაცემები

მომხმარებლის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები, ანგარიშის სტატუსი, შესვლისა და ანგარიშის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამუშავებული სხვა მონაცემები.

ფინანსური და ანგარიშსწორების მონაცემები

გადახდის ოდენობა და თარიღი, დავალიანების შესახებ ინფორმაცია და ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები.

კომუნიკაციასა და საჩივრებთან დაკავშირებული მონაცემები

წერილები, განცხადებები, საჩივრები და რეკლამაციები; ელფოსტით, ჩატითა და სოციალური ქსელებით მიღებული შეტყობინებები; აგრეთვე შესაბამის საკითხთან დაკავშირებული ფაქტები, მტკიცებულებები, მიმოწერა და მისი განხილვისთვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.

ვიდეო და აუდიოჩანაწერები

ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის შედეგად მიღებული ჩანაწერები.

პირდაპირი მარკეტინგისთვის საჭირო მონაცემები

საკონტაქტო ინფორმაცია, თანხმობის სტატუსი და პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად საჭირო სხვა მონაცემები.

საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები

კანონიერად საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.

 

5.2.  5.1 პუნქტში მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. საქართველოს ფოსტის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები და მოცულობა დამოკიდებულია თქვენთან ურთიერთობის ხასიათზე და კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნის, მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

 

  1. მონაცემთა დამუშავების მიზნები

საქართველოს ფოსტა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და კანონიერი მიზნებისთვის, შესაბამისი და აუცილებელი მოცულობით. პერსონალური მონაცემები არ მუშავდება მათი შეგროვების თავდაპირველ მიზნებთან შეუთავსებელი მიზნებისთვის, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მონაცემები მუშავდება, მათ შორის, შემდეგი მიზნებით:

ა) საფოსტო, საფოსტო-საკურიერო, საკურიერო და სხვა დაკავშირებული მომსახურებების გასაწევად, მათ შორის, გზავნილის მიღების, დახარისხების, გადაზიდვის, მიკვლევის, ჩაბარებისა და დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ასევე გზავნილის ჩაბარების ფაქტის დასადასტურებლად;

ბ) საერთაშორისო გზავნილების გადაზიდვისა და მათთან დაკავშირებული საბაჟო, სასაწყობო/სატერმინალო და სატრანსპორტო პროცედურების განსახორციელებლად;

გ) მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციისთვის, აგრეთვე მომხმარებლის ანგარიშისა და მობილური აპლიკაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

დ) მომსახურების საფასურის გამოსაანგარიშებლად, გადახდის დასამუშავებლად და დავალიანების აღრიცხვისთვის;

ე) მომხმარებლისთვის გზავნილის სტატუსის, ჩაბარების, დაბრუნების, შესაძლო შეფერხებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციული ინფორმაციის მისაწოდებლად;

ვ) მომხმარებლის მოთხოვნის, განცხადების, საჩივრის, პრეტენზიისა და რეკლამაციის განსახილველად;

ზ) მომსახურების ხარისხის შესაფასებლად, გასაკონტროლებლად და გასაუმჯობესებლად;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირდაპირი მარკეტინგის გზით საქართველოს ფოსტის მომსახურებების შესათავაზებლად;

ი) საქართველოს ფოსტის ობიექტების, გზავნილების, ქონების, თანამშრომლების, მომხმარებლებისა და სხვა პირების უსაფრთხოების დასაცავად;

კ) თაღლითობის, უნებართვო წვდომისა და კიბერუსაფრთხოების ინციდენტების პრევენციის, გამოვლენის, შესწავლისა და მათზე რეაგირებისთვის;

ლ) საქართველოს ფოსტის საინფორმაციო სისტემების, ქსელებისა და მონაცემების კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;

მ) ბუღალტრული, საგადასახადო, საბაჟო, საფოსტო და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესასრულებლად;

ნ) სასამართლოს, სამართალდამცავი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად;

ო) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსახილველად და მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელების უზრუნველსაყოფად;

პ) მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან და ბიზნესპარტნიორებთან სახელშეკრულებო და საქმიანი ურთიერთობების სამართავად;

ჟ) საქართველოს ფოსტის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად;

რ) საქართველოს ფოსტის მნიშვნელოვანი კანონიერი ინტერესებისა და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.

 

 

7. მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

 

7.1. საქართველოს ფოსტა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, მათ შორის, როდესაც:

ა) თქვენ განაცხადეთ კონკრეტული, ნებაყოფლობითი, ინფორმირებული და მკაფიო თანხმობა;

ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენთან ხელშეკრულების დასადებად, არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან თქვენი მოთხოვნით ხელშეკრულების დადებამდე შესაბამისი მოქმედებების განსახორციელებლად;

გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი საფოსტო, საკურიერო ან სხვა მომსახურების გასაწევად ან თქვენი განცხადების განსახილველად;

დ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს ფოსტისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად;

ე) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს ფოსტის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი კანონიერი ინტერესის დასაცავად;

ვ) პერსონალური მონაცემები კანონით დადგენილი წესით საჯაროდ ხელმისაწვდომია.

7.2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი განისაზღვრება თქვენთან ურთიერთობის ხასიათის, გაწეული მომსახურების, დამუშავების მიზნისა და შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.

7.3. როდესაც პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს ფოსტის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი კანონიერი ინტერესის საფუძველზე, წინასწარ ფასდება აღნიშნული ინტერესის კანონიერება და კონკრეტულობა, მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა და პროპორციულობა, აგრეთვე მონაცემთა სუბიექტის უფლებები, თავისუფლებები და გონივრული მოლოდინები.

8. სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაცემები

8.1. პერსონალური მონაცემების საქართველოს ფოსტისთვის მიწოდება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი მონაცემები აუცილებელია კონკრეტული მომსახურების გასაწევად, მოთხოვნის განსახილველად, პირის ვინაობის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დასადასტურებლად, ანგარიშსწორების განსახორციელებლად, გზავნილის მიღების, გადაზიდვის ან ჩაბარების უზრუნველსაყოფად, კონკრეტული კანონიერი მიზნის მისაღწევად ან საქართველოს ფოსტისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად.

8.2. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელი მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ წარუდგენლობამ შესაძლოა შეუძლებელი გახადოს მომსახურების გაწევა ან გაგრძელება, გზავნილის მიღება, გადაზიდვა ან ჩაბარება, ანგარიშსწორების განხორციელება, განცხადების, საჩივრის ან სხვა მოთხოვნის განხილვა, პირის ვინაობის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადასტურება, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედების შესრულება.

9. მომსახურებასთან დაკავშირებული შეტყობინებები

გზავნილის სტატუსთან, ჩაბარებასთან, შესაძლო შეფერხებასთან, მომხმარებლის ანგარიშის უსაფრთხოებასთან, მომსახურების მიმდინარეობასა და სხვა ოპერაციულ საკითხებთან დაკავშირებული საინფორმაციო შეტყობინებები არ წარმოადგენს პირდაპირ მარკეტინგს. ასეთი შეტყობინებები ემსახურება კონკრეტული მომსახურების სათანადოდ გაწევას, მომხმარებლის დროულ ინფორმირებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას.

  1. მზა ჩანაწერების გამოყენება

ვებგვერდისა და ციფრული სერვისების უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ აუცილებელი მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookie files”). აღნიშნული ჩანაწერები საჭიროა ვებგვერდის ძირითადი ფუნქციების მუშაობისთვის, უსაფრთხოების დაცვისთვის, მომხმარებლის ავტორიზაციისა და შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მათი გამორთვის შემთხვევაში ვებგვერდის ან ცალკეული სერვისების მუშაობა შესაძლოა შეფერხდეს ან ვერ განხორციელდეს.

  1. ვიდეომონიტორინგი და აუდიომონიტორინგი

11.1. საქართველოს ფოსტა ვიდეომონიტორინგსა და აუდიომონიტორინგს ახორციელებს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული, კონკრეტული და კანონიერი მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპების, მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

11.2. საქართველოს ფოსტის შენობებში, სერვისცენტრებში, საწყობებში/ტერმინალში, სხვა შესაბამის სივრცეებსა და მათ პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს პირთა უსაფრთხოების, ქონების, გზავნილებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის, ინციდენტებისა და შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენციის, გამოვლენის, მოკვლევისა და მათზე რეაგირების, აგრეთვე საქართველოს ფოსტის სხვა მნიშვნელოვანი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

11.3. საქართველოს ფოსტის საკონტაქტო ნომერზე - +995  032 2 24 09 09 — შემომავალი და გამავალი სატელეფონო საუბრები იწერება მომსახურების გაწევის, მომხმარებელთან უკუკავშირის, მომსახურების ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესების, დავების განხილვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საქართველოს ფოსტის სხვა მნიშვნელოვანი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით. სატელეფონო საუბრის ჩაწერის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება საუბრის დაწყებამდე ან მისი დაწყებისთანავე. მომხმარებელს, რომელსაც არ სურს კომუნიკაცია აუდიოჩანაწერის განხორციელების პირობებში, შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ფოსტის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული საკომუნიკაციო არხით ან მიმართოს საქართველოს ფოსტის შესაბამის სერვისცენტრს.

11.4. ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების მიზნები, მოცულობა, საშუალებები, ჩანაწერების შენახვის ვადები, მათზე წვდომის, გამოყენების, გადაცემის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და განადგურების წესები, აგრეთვე მონაცემთა სუბიექტების ინფორმირებისა და მათი უფლებების განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფოსტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი წერილობითი შიდა დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები შემუშავებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

12. ვის შეიძლება გაუზიაროს საქართველოს ფოსტამ თქვენი მონაცემები

12.1. მესამე პირებთან ინფორმაციის გაზიარება ხდება კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას.

12.2. თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:

მიმღები/კატეგორია

როდის და რატომ

უცხო ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციებს

აღნიშნულ ადმინისტრაციებს მონაცემები გადაეცემა საერთაშორისო გზავნილების დამუშავებისა და ადრესატებისათვის გადაცემის მიზნით, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) წევრობიდან გამომდინარე, რომელიც აერთიანებს 192 ქვეყანას და ქმნის ერთიან საფოსტო ტერიტორიას საფოსტო გზავნილების შეუფერხებელი ურთიერთგაცვლისა და ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, მსოფლიო საფოსტო კონვენციისა და მსოფლიო საფოსტო კავშირის რეგულაციების, საფოსტო მომსახურების ფარგლებში პერსონალური მონაცემების გადაცემის, მათ შორის, ელექტრონული გაცვლის შესახებ საფოსტო ადმინისტრაციებს შორის გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებითაც გათვალისწინებულია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიები.

 

უფრო კონკრეტულად, UPU-ს კონვენცია ადგენს, რომ მისი მონაწილე საფოსტო ადმინისტრაციები მომსახურების მიწოდების პროცესში დადგენილი ფორმატით ცვლიან გზავნილთან დაკავშირებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, შპს „საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო საფოსტო კორპორაციის (IPC) მრავალმხრივი შეთანხმებების მხარეა, რომლებიც ითვალისწინებენ მონაცემების ელექტრონულ გაცვლას (DSA1 და DSA2).

 

პარტნიორ/ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციების, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით.

აღნიშნულ ორგანიზაციებს  მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გადაეცემა სარეკლამო ან სხვა შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც გათვალისწინებულია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიები და კონტროლის მექანიზმები.

საჯარო დაწესებულებებს და კანონით უფლებამოსილ პირებს

პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სასამართლოს, სამართალდამცავ, საბაჟო და საგადასახადო ორგანოებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და მოთხოვნის მიზნისთვის აუცილებელი მოცულობით.

12.3. სხვა ქვეყნებში თქვენი მონაცემების გადაცემა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

  1. მონაცემების შენახვის ვადები

13.1. საქართველოს ფოსტა მონაცემებს ინახავს მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მათი დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მომსახურების შესასრულებლად, საჩივრის ან სამართლებრივი მოთხოვნის სამართავად და კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. მონაცემთა შენახვის ვადებია:

ჩანაწერი/მონაცემი

შენახვის წესი ან ვადა

 მომხმარებლის მიერ შპს „საქართველოს ფოსტის“ მომსახურებით, მათ შორის, ელექტრონული პლატფორმების საშუალებით შესაბამისი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის ფარგლებში დამუშავებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, მომხმარებლის საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, მომსახურების გაწევასთან, ელექტრონულ პლატფორმებზე რეგისტრაციასთან და ანგარიშსწორებასთან/დავალიანებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

გამოიყენება მომსახურების გაწევის ფაქტის დადასტურების მიზნით საჭირო გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 10 წლისა მომსახურების შეწყვეტიდან/დასრულებიდან (ელექტრონულ პლატფორმებზე რეგისტრაციის შემთხვევაში - პირადი ანგარიშისგაუქმებიდან), შესაძლო მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო ვადის გათვალისწინებით.

გზავნილის შესახებ მონაცემები

ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით, რეკლამაციის წარდგენის ვადების გათვალისწინებით

გზავნილის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, გზავნილის გადაცემის ადგილისა და თარიღის შესახებ ინფორმაციას, ან გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტები

ინახება არანაკლებ 3 წლის ვადით - მოთხოვნისამებრ საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის მიზნით

მომხმარებლის საიდენტიფიკაციო და მომსახურების გაწევასთან, აგრეთვე ანგარიშსწორებასთან/დავალიანებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

არანაკლებ 3 წლის განმავლობაში იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი

მომხმარებლის მიერ ან მომხმარებლისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული ინფორმაცია

3 წლის ვადით შესაძლო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული ინფორმაცია

პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით, აგრეთვე მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნამდე

მომხმარებლის მიერ მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი

მომსახურების განხორციელების ვადით და მომსახურების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში, აგრეთვე პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პპირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში

ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის შედეგად მოპოვებული მონაცემები

არაუმეტეს 6 თვის ვადით.

13.2. ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები უსაფრთხოდ იშლება, ნადგურდება ან ხდება დეპერსონალიზებული/ანონიმიზებული, თუ აღარ არსებობს მათი შემდგომი შენახვის კანონიერ საფუძველი. სამართლებრივი დავის, გამოძიების ან შემოწმების/აუდიტის შემთხვევაში კონკრეტული ჩანაწერი შეიძლება შენარჩუნდეს შესაბამისი კანონიერი მიზნის მიღწევისთვის საჭირო პერიოდით.

14. როგორ იცავს მონაცემებს საქართველოს ფოსტა

14.1. სსაქართველოს ფოსტა თქვენს პერსონალურ მონაცემებს ინახავს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და მათი დაცვის მიზნით იყენებს სათანადო ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს. მათ შორის, უზრუნველყოფს ელექტრონული სისტემების, დოკუმენტებისა და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებას, რათა თავიდან აიცილოს პერსონალურ მონაცემებზე უნებართვო წვდომა, მათი დაკარგვა, გამჟღავნება, შეცვლა ან სხვაგვარი უკანონო დამუშავება.

14.2. საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ვალდებული არიან დაიცვან პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და შიდა პროცედურები.

14.3. საქართველოს ფოსტა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახორციელებს, მათ შორის:

ა) როლებზე დაფუძნებულ წვდომის მართვას და მინიჭებული უფლებამოსილებების პერიოდულ გადახედვას;

ბ) მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის მექანიზმებს, ასევე - პაროლების მართვის წესებს;

გ) სისტემებში განხორციელებული მოქმედებებისა და უსაფრთხოების ინციდენტების აღრიცხვასა და მონიტორინგს;

დ) მონაცემების გადაცემისა და შენახვისას მათი კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დაცვას, მათ შორის შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებას, როდესაც ამას არსებული რისკი მოითხოვს;

ე) პერსონალის სწავლებასა და ცნობიერების ამაღლებას;

ვ) მომწოდებლებისა და სხვა უფლებამოსილი პირების სათანადო შერჩევას, ხელშეკრულებებში მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრას;

ზ)_ მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის დაცვას, შენახვის ვადების მართვას, მონაცემების უსაფრთხო წაშლასა და განადგურებას;

თ) პერსონალური მონაცემების დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებას ახალი სისტემის, მომსახურების, პროდუქტის ან პროცესის დაგეგმვისა და დანერგვის საწყისი ეტაპიდან.

14.4. საქართველოს ფოსტის ელექტრონულ პლატფორმებზე რეგისტრაციის შედეგად გახსნილი მომხმარებლის პირადი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული სახელისა და პაროლის საშუალებით. პირადი ანგარიშის გახსნის დროს ავტორიზაციის მიზნით მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მისამართზე იღებს შესაბამის წვდომის კოდს, ხოლო მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი კოდი ემსახურება ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციას. მომხმარებელი იღებს პასუხისმგებლობას მისი პირადი ანგარიშით განხორციელებულ ქმედებებზე.

  1. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

15.1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით დადგენილი წესის, პირობებისა და გამონაკლისების გათვალისწინებით, თქვენ გაქვთ, მათ შორის შემდეგი უფლებები:

ა) მიიღოთ ინფორმაცია, მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელი მონაცემები მუშავდება, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით, რა წყაროდან იქნა ისინი მოპოვებული და ვის გადაეცა ან შეიძლება გადაეცეს;

ბ) გაეცნოთ საქართველოს ფოსტაში თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოთ მათი ასლები;

გ) მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;

დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;

ე) მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დაბლოკვა, თუ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი;

ვ) ნებისმიერ დროს გამოიხმოთ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. თანხმობის გამოხმობა გავლენას არ ახდენს მის გამოხმობამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე;

ზ) თქვენი უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.

15.2. მონაცემთა სუბიექტის უფლებები არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავის ნორმათა გათვალისწინებით. მაგალითად, შეზღუდვა დასაშვებია, როდესაც მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, დანაშაულის პრევენციასა და გამოძიებას, მართლმსაჯულებას, მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს, სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, კანონით დაცულ საიდუმლოებებს ან სამართლებრივი მოთხოვნის დასაბუთებას.

  1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში ცვლილებები

საქართველოს ფოსტა წინამდებარე პოლიტიკას საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად განაახლებს. პოლიტიკის განახლების საფუძველი შეიძლება გახდეს, მათ შორის, ახალი მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვა, მონაცემთა დამუშავების მიზნების, მიმღებთა კატეგორიების, საერთაშორისო გადაცემის პირობების ან შენახვის ვადების ცვლილება, აგრეთვე საკანონმდებლო ან მარეგულირებელი მოთხოვნების განახლება. პოლიტიკის განახლებული ვერსია გამოქვეყნდება საქართველოს ფოსტის ვებგვერდზე და მასში მიეთითება შესაბამისი განახლების თარიღი.

განახლებულია: 07.08.2026 წლიდან

  1. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის წარდგენა და საკონტაქტო ინფორმაცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მოგვმართოთ:

საქართველოს ფოსტის ელ.ფოსტა და ცხელი ხაზი

info@gpost.ge  |  +995 032 224 09 09

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

a.lepsveridze@gpost.ge  |  595 05 88 35

საქართველოს ფოსტის მისამართი

შპს „საქართველოს ფოსტა“, სადგურის მოედანი №2, 0100, თბილისი, საქართველო

 

[1] პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის უფლებების და მოვალეობები სრულად იხილეთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ პუნქტში.