ამანათი - საფოსტო გზავნილის სახეობა, რომლის შიგთავსიც შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი (საქონელი), თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, დანიშნულების ქვეყნისა და შპს „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ დადგენილ წესებს.
შპს „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს შემდეგი სახეობის ამანათების მიღება/გაგზავნას და ჩაბარებას:
ადგილობრივი ამანათი - ამანათი, რომლის გაგზავნა და ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება „საქართველოს ფოსტის“ მიერ, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.
ადგილობრივი ამანათის პირობების გასაცნობათ ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://www.gpost.ge/Content/ContentFiles/ee6dae5c8e3d59c2505897baa7cf284e.pdf
საჰაერო ამანათი - ამანათი, რომელიც საჰაერო გზით იგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მიერ სხვა სახელმწიფოში, აგრეთვე ამავე გზით მიიღება სხვა ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციიდან, მისი „საქართველოს ფოსტის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ადრესატისთვის ჩაბარების მიზნით.
საჰაერო ამანათის პირობების გასაცნობათ ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://www.gpost.ge/Content/ContentFiles/7bee2242af44a3529d3365029c5468cb.pdf
თქვენთვის სასურველ ქვეყანაში საჰაერო ამანათის გაგზავნის მიზნით, გაეცანით ამ ქვეყნის მოთხოვნებს შემდეგ ბმულზე: https://www.gpost.ge/help/requirements
სახმელეთო ამანათი - ამანათი, რომელიც სახმელეთო გზით იგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მიერ მხოლოდ განსაზღვრულ ქვეყნებში, აგრეთვე ამავე გზით მიიღება მხოლოდ განსაზღვრული ქვეყნებიდან და „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით ბარდება ადრესატს საქართველოს ტერიტორიაზე.
სახმელეთო ამანათის გაგზავნა ხორციელდება შემდეგ ქვეყანაში:
Øსაბერძნეთი (ქალაქებში: ათენი, სალონიკი, კალამატა).
Ø იტალია (ქალაქებში: ბარი, რეჯიო კალაბრია, რეჯიო ემილია, მონტოვა, ბოლონია, მოდენა, ნეაპოლი, რომი, პრატო, ფლორენცია, ემპოლი, პიზა, ლივორნო, სალერნო, ვენეცია, უდინე, ტრიესტე, მილანი).
Øესპანეთი (ქალაქებში: ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, კორდობა).
Øსაფრანგეთი (ქალაქი: პარიზი).
სახმელეთო ამანათის მიღება ხორციელდება შემდეგი ქვეყნებიდან:
Ø თურქეთი;
Ø საბერძნეთი;
Ø იტალია;
Ø რუსეთი
Ø ესპანეთი
Ø საფრანგეთი
სახმელეთო ამანათის ექსპორტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებათ გადადით შემდეგ ბმულზე: https://www.gpost.ge/Content/ContentFiles/e0257ece0261aa73234f0735996e5f06.pdf
ამანათის შიგთავსის მიმართ დადგენილ ზოგად აკრძალვებსა და შეზღუდვებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: https://www.gpost.ge/Content/ContentFiles/e95a4c9b40bc81a1d822ba4d41025f27.pdf
ქვეყანაში შემომავალი, აგრეთვე ადგილობრივი ამანათის ადრესატისთვის ჩაბარების ვადები:
ØD+3 - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული/ ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;
ØD+5 - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული/ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;
შენიშვნა:
· D გულისხმობს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გზავნილის მიღების დღეს, რომელსაც ემატება მითითებული სამუშაო დღეების რაოდენობა.
· სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებია - მესტიის (3200), სტეფანწმინდის (4700), დუშეთის (1800), თიანეთის (2500), ცაგერის (5100), ლენტეხის (2900) ადმინისტრაციული ერთეულები.
საქართველოს ტერიტორიაზე ამანათის ჩაბარების ზოგადი წესები
· თუ ამანათი შეიცავს ინფორმაციას ადრესატის მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ, ამანათის „საქართელოს ფოსტის“ მიღების შემდეგ ხორციელდება SMS შეტყობინების გაგზავნა.
· მობილური ტელეფონის ნომრის არარსებობის შემთხვევაში ამანათზე მითითებულ ადრესატის მისამართზე ხდება წერილობითი შეტყობინების დატოვება „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილი წესების შესაბამისად (იხ. შემდეგი ბმული https://www.gpost.ge/Content/ContentFiles/7bee2242af44a3529d3365029c5468cb.pdf)
შენიშვნა: ჩაუბარებელი ამანათის გამგზავნისთვის უკან დაბრუნება ხორციელდება მისი "საქართველოს ფოსტისთვის" გადმოცემიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. მომხმარებელს საშუალება აქვს აღნიშნული ვადა გაახანგძლივოს შესაბამისი განცხადებით „საქართველოს ფოსტისთვის“ მომართვის გზით.