სამუშაო ადგილი: სადგურის მოედანი N2
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე.
ძირითადი მოვალეობა:
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
- ბაზრის კვლევის, კონკურსების, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვებისა და გამარტივებული შესყიდვების განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების უზრუნველყოფა, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის, სატენდერო/საკონკურსო განცხადების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება;
- სატენდერო/საკონკურსო კომისიის სხდომების ორგანიზება და სხდომების ოქმების პროექტების მომზადება;
- ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო ხელშეკრულებების, გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებისა და საკონკურსო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება;
- განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების უზრუნველყოფა, მათ შორის, შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, გადახდების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
- დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
- უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიკურ, მენეჯმენტის ან სამართლის სფეროში;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
- გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს
ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.