განცხადება 0180 საფოსტო სერვისცენტრის მომსახურების შესახებ

ნოემბერი 11, 2026

 

გაცნობებთ, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო, 12-16 ნოემბრის ჩათვლით, 0180 საფოსტო სერვისცენტრი (ც. დადიანის ქ. №315) დროებით შეაჩერებს მუშაობას.

 

აღნიშნულ პერიოდში 0180 სერვისცენტრის მომსახურება, მათ შორის საკურიერო და ორგანიზაციების მომსახურება, განხორციელდება 0102 საფოსტო სერვისცენტრიდან (სადგურის მოედანი №2).

 

ასევე, აღნიშნულ პერიოდში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ საქართველოს ფოსტის სხვა მოქმედი სერვისცენტრებით.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 0180 სერვისცენტრში განთავსებული გზავნილების გაცემა და განმეორებითი მიწოდება განახლდება სერვისცენტრის მუშაობის აღდგენის შემდეგ.

 

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და მადლობას გიხდით გაგებისთვის!