განცხადება მომხმარებლებისთვის სერვისცენტრის №0108 მომსახურების დროებითი ცვლილების შესახებ

ოქტომბერი 12, 2026

ძვირფასო მომხმარებლებო,

თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირსა და ლესია უკრაინკას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრის №0108ის (მის: ლესია უკრაინკას ქ. №3) მომსახურება 10, 12 და 13 ოქტომბერს სხვა ლოკაციიდან, კერძოდ, სადგურის მოედანზე მდებარე სერვისცენტრიდან (მის: სადგურის მოედანი №2, №0102) განხორციელდება.

 

სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 15 ოქტომბრიდან განაახლებს.

 

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.