„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, მეცამეტედ გაიმართება.
"საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი იღებს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურს. შედეგად, ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, კონკურსს განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.
2026 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს „მსოფლიო საფოსტო კავშირი“, არის: “მისწერე წერილი მეგობარს იმის შესახებ, თუ რატომ არის ადამიანური კავშირი მნიშვნელოვანი ციფრულ სამყაროში“ ("Write a letter to a friend about why human connection matters in a digital world").
კონკურსის მიზანია, წერილის წერის კულტურის აღდგენა და პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობაში წერილობითი კომუნიკაციის წახალისება, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანური ურთიერთობის მნიშვნელობის ხაზგასმა. კონკურსის ფარგლებში, დაჯილდოვდება ყველა მონაწილე. გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.
საერთაშორისო ეტაპის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2026 წლის 9 ოქტომბერს, მსოფლიო ფოსტის დღეს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 9 - 15 წლამდე ასაკის მოზარდებს.
საკონკურსო ნამუშევრის მოთხოვნები:
• შენარჩუნებული უნდა იყოს წერილის ფორმატი.
• წერილი უნდა იწყებოდეს მისალმებით.
• მითითებული უნდა იყოს, როგორც გამგზავნის, ასევე, მიმღების მონაცემები.
• წერილი უნდა სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით.
• ნამუშევრის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას.
• კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული.
• ნაშრომის სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ერთეულს.
• წერილი შესაძლებელია შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენებზე.
• აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს, როგორც ხელნაწერი ნაშრომი, ასევე, მისი ელექტრონული ვერსია. ელექტრონული ვერსიის და აპლიკანტის საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) გაგზავნა სავალდებულოა მისამრთზე: letter@gpost.ge
• მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მოწოდების შემდგომ მოხდება მონაწილეობის მსურველის კონკურსში რეგისტრაცია. წერილის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა წარმოადგინოს მონაწილემ ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა.
• აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილ იქნას შემდეგი წარწერა: “წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი 2026“. (სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარის, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა იკრძალება და ამ შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად გამოეთიშება კონკურს ყოველგვარი განხილვის გარეშე).
• კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მომსახურება უფასოა.
• ელექტრონული რეგისრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გამოაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი).
• აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შემოსული ნამუშევრები ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
• კონკურსის პირობიდან გამომდინარე, ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ.
• კონკურსის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ ნაშრომი არ მიიღება.
ნამუშევრების მიღების თარიღი: 2026 წლის 4 მარტიდან.
საკონკურსო ნამუშევრის ელ ფოსტაზე და საფოსტო სერვისცენტრში მიღების საბოლოო თარიღია 2026 წლის 4 აპრილი.
ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
შპს „საქართველოს ფოსტა“
ქ. თბილისი, სადგურის მოედანი 2
0102 თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 32 2240909
ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge