შეზღუდვა ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაგზავნ გზავნილებზე

აგვისტო 20, 2025

 

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 29 აგვისტოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალაში შედის ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც დაბეგვრას დაექვემდებარება  აშშ-ში შემავალი ნებისმიერი ღირებულების საფოსტო გზავნილი, რომლის შიგთავსიც ნივთია/საქონელია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ მკაფიოდ არ არის განსაზღვრული თუ როგორ უნდა მოხდეს აშშ-ს ტერიტორიაზე  საბაჟო გადასახადების შეგროვება და აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურთან ურთიერთქმედება, საქართველოს ფოსტა 2025 წლის 21 აგვისტოდან დროებით აჩერებს აშშ-ს მიმართულებით შემდეგი სახეობის საფოსტო გზავნილების გაგზავნას:

 

Ø  მცირე პაკეტი;

Ø  ამანათი;

Ø  EMS (ნივთი)