შეფერხება სახმელეთო ამანათების ტრანსპორტირებისა ადრესატებისთვის ჩაბარის პროცესში

ივნისი 24, 2025

შპს „საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ დამდგარი ფორს-მაჟორული ვითარების გამო (საბერძნეთის პორტების - პატრას და იგუმენიცას მეზღვაურთა გაფიცვა, რის შედეგადაც შეწყვეტილია  ამ პორტებიდან ნებისმიერი მიმართულებით ბორნების მიმოსვლა), შეჩერებულია საქართველოდან 2025 წლის 14 ივნისს  გაგზავნილი სახმელეთო ამანათების ტრანსპორტირებისა ადრესატებისთვის ჩაბარის პროცესი, შემდეგი ქვეყნების მიმართულებით:

 

იტალია; გერმანია; საფრანგეთი; ესპანეთი; პოლონეთი; ლიეტუვა; ლატვია; ესტონეთი; ავსტრია; შვეიცარია; ჩეხეთი; სლოვაკეთი.  

 

ფორს-მაჟორული გარემოება ასევე ვრცელდება ამ ქვეყნებიდან 2025 წლის 11 ივნისის შემდეგ საქართველოს მიმართულებით გამოგზავნილ სახმელეთო ამანათებზე.

 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  ფორს-მაჟორული ვითარების დასრულებისთანავე,  შპს „საქართველოს ფოსტა“ განაახლებს სახმელეთო ამანათების ტრანსპორტირებისა და ადრესატებისთვის ჩაბარების პროცესს.