საქართველოს ფოსტა მასპინძლობს გამოფენას „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“

დეკემბერი 05, 2023

 

საქართველოს ფოსტა მასპინძლობს გამოფენას „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული, საფოსტო საქმიანობის ამსახველი, ისტორიული წერილები და უნიკალური ფოტო-ვიდეო მასალა. აგრეთვე, ღონისძიებაზე გამოფენილია ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო მარკები.

 

გამოფენა „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“ გრძელდება 5 დეკემბრიდან, 10 დეკემბრის ჩათვლით და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს საქართველოში საფოსტო სამიანობის ისტორიას. სიმბოლურია, რომ გამოფენა იმართება ფოსტის ისტორიული განყოფილების ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად განთავსებულია სასტუმრო Radisson Red Tbilisi.

 

„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით.