საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტა”საფოსტო ატრიბუტიკით, არის წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისში

მაისი 26, 2023

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტასაფოსტო ატრიბუტიკით, არის წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისშიფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემდღეს ქუთაისში მოწყობილსაქართველოს ფოსტისპავილიონში დამთვალიერებლებსპირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო.

 

 

“26 მაისი - ეს არის დღესასწაული, რომელიც სიხარულისა და სიამაყის გრძნობასთან ერთად, გვახსენებს პასუხისმგებლობასაც, რაც ქვეყნის მომავლის წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ზუსტად ამის ხაზგასმაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლევანდელი მთავარითემატიკათავისუფლების სიყვარულით,“ რადგან სწორედ თავისუფლებისკენ სწრაფვა არის იმ მთავარი მიზნის საფუძველი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი  ჰქვია”, აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

 

 

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში  განთავსებულიასაქართველოს ფოსტისსივრცე შემეცნებითიდა საბავშვო-გასართობი აქტივობებით. დამთვარიელებლები გაეცნობიან ფოსტისა დასაფოსტო მარკების ისტორიასაგრეთვე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილღონისძიებაზესაქართველოს ფოსტისსივრცეში   ფუნქციონირებს ღია საფოსტო კაფე.