საქართველოს ფოსტა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკის მიერ საოკუპაციო ხაზთან მოწყობილი ბიბლიოთეკები

მაისი 15, 2023

 

მიმდინარე წლის 11 მაისს, საქართველოს ფოსტასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას.

 

 

 

აღნიშნული პროექტი მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება ერთი წელი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო საქართველოს ფოსტა შეძენასა და მიწოდებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში.

 

  

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.