ოპერატორი - სახმელეთო ამანათების აღრიცხვისა და საბაჟო რეჟიმის კონტროლის განყოფილებაში

გამოქვეყნებულია ნოემბერი 25, 2026 / ძალაშია დეკემბერი 25, 2026

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

ანაზღაურება: 1500ლარი

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, 1 საათიანი შესვენება 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შუალედში. შაბათს - 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შესვენების გარეშე.

 

ძირითადი მოვალეობა:

  • აღრიცხავს ტერმინალში შემოსულ ტვირთსა და გზავნილებს რიდერის საშუალებით;
  • ამოწმებს თანმხლები დოკუმენტების შესაბამისობას, ახარისხებს ტვირთსა და გზავნილებს დანიშნულების ადგილის მიხედვით, კანონმდებლობისა და შიდა პროცედურების დაცვით;
  • ხელმძღვანელს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ან საბაჟო კონტროლის ზონაში აღმოჩენილი დაუდგენელი მფლობელის ტვირთის შესახებ;
  • იცავს სამუშაო ინვენტარის ექსპლუატაციის წესებს და ტექნიკური გაუმართაობის, დაზიანების ან სამუშაო პროცესში შეფერხების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ახდენს შესაბამისი პირის ინფორმირებას;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს ახალი თანამშრომლებისა და სტაჟიორების სწავლებასა და ადაპტაციაში;
  • ეცნობა კომპანიის სიახლეებს და საჭიროების შემთხვევაში ანაცვლებს სხვა ოპერატორს;
  • უფლებამოსილ პირებს აწვდის ინფორმაციას შესრულებული სამუშაოსა და სამუშაო პროცესში არსებული გარემოებების შესახებ, ამზადებს შესაბამის ანგარიშებს;
  • ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.

 

    •  
    •  
    •  
    •  
    •  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

 

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

 

  • გასაუბრება
  • მოსამზადებელი ეტაპი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.


ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

განაცხადი

ატვირთეთ თქვენი CV