უფროსი დეკლარანტი - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სახმელეთო ამანათების აღრიცხვისა და საბაჟო რეჟიმის კონტროლის განყოფილებაში

გამოქვეყნებულია ოქტომბერი 09, 2026 / ძალაშია ნოემბერი 09, 2026

სამუშაოადგილი : საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს ფოსტის ტერმინალი - აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაოგანრიგი: ორშაბათი–პარასკევი — 10:00-18:00; შაბათი — 10:00-15:00.

ანაზღაურება: 2,000  ლარი.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ტვირთისა და ამანათების დეკლარირება;
  • საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • დეკლარაციებისა და სხვა მონაცემების შესაბამის პროგრამებში დამუშავება;
  • მომხმარებლებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ხარვეზების გასწორება;
  • დეკლარირებასთან დაკავშირებული ვადებისა და პროცედურების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ზოგადი განათლება;
  • დეკლარირების მიმართულებით არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • შემოსავლების სამსახურის შესაბამის პროგრამებში მუშაობის ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი

 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში -  შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV დადააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.


ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

განაცხადი

ატვირთეთ თქვენი CV