სახიფათო ტვირთებისა და საავიაციო გადაზიდვების კოორდინატორი

გამოქვეყნებულია სექტემბერი 25, 2026 / ძალაშია ოქტომბერი 25, 2026

სამუშაო ადგილი : თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი შრომითი ხელშეკრულება

 

 

ძირითადი ფუნქციები:

  • სახიფათო ტვირთის მიღების, გაგზავნის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება;
  • სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად მომზადების უზრუნველყოფა;
  • საავიაციო უშიშროების სამსახურთან კოორდინაციით ტვირთის შემოწმების პროცესის უზრუნველყოფა;
  • შეზღუდული ან აკრძალული სახიფათო ტვირთის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირებისა და უწყებების დაუყოვნებლივი ინფორმირება;
  • ავიაკომპანიებთან კომუნიკაცია სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • პრობლემური და კრიზისული შემთხვევების იდენტიფიცირება და მათი ოპერატიულად მართვა;
  • მომხმარებლებისთვის სახიფათო ტვირთის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ორგანიზება;
  • სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამის მომზადებაში მონაწილეობა და მოთხოვნის შემთხვევაში, თანამშრომელთა სწავლების უზრუნველყოფა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საავიაციო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სახიფათო ტვირთების გადაზიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს IATA Dangerous Goods Regulations - მე-7 დონის სერთიფიკატს;
  • საავიაციო უშიშროების მოთხოვნებისა და საგანგებო ვითარებაში მოქმედების წესების ცოდნა;
  • საავიაციო სატვირთო ტერმინალის მომსახურებასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების ცოდნა;
  • აკრძალული ნივთების ჩამონათვალისა და ტვირთის გადაზიდვის პროცედურების ცოდნა.
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;

 

 

პროფესიული უნარები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სამუშაო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების უნარი;
  • პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომლების კოორდინაციის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში -  შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.


ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

განაცხადი

ატვირთეთ თქვენი CV