შრომის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი

გამოქვეყნებულია აგვისტო 10, 2026 / ძალაშია სექტემბერი 10, 2026

სამუშაო ადგილი : საქართელოს ფოსტის სათავო ოფისი

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე

დამატებითი სამუშაო პირობები: საქართველოს მასშტაბით სამსახურებრივ მივლინებებში გამგზავრების შესაძლებლობა

 

სამუშაოს მიზანი:

კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტური მართვა და განვითარება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი.

 

ძირითადი მოვალეობა:

  • კომპანიის ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვა და მართვა;
  • სამუშაო გარემოში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტებისა მოკვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • უსაფრთხოების ინსტრუქციებისა და სამუშაო პროცედურების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
  • თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება;
  • შრომის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლების კონსულტირება;
  • შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და არსებული პროცესების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრიზისულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.