სამუშაო ადგილი : საქართველოს ფოსტის სათავო ოფისი (სადგურის მოედანი N2, თბილისი 0100, საქართველო).
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30.
ძირითადი ფუნქციები:
· სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
· კომპანიის სამართლებრივი აქტების, დოკუმენტებისა და დასკვნების პროექტების მომზადებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის კოორდინაცია;
· ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, შემოწმება და ვიზირება;
· კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა;
· კომპანიის გადაწყვეტილებების სამართლებრივი რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
· საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
· კომპანიის უცხოურ წარმომადგენლობებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების კოორდინაცია;
· დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამუშაოს განაწილება, მათი საქმიანობის მონიტორინგი, შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
· შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი იურიდიული განათლება;
· იურისტად მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;
· გუნდის მართვის გამოცდილება;
· სახელშეკრულებო სამართლის ცოდნა;
· სახელშეკრულებო სამართლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
· ინგლისურ ენაზე ხელშეკრულებების შემუშავების გამოცდილება;
· MS Office-ის პროგრამების ცოდნა.
· ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე (Upper-Intermediate).
პროფესიული უნარები:
· გუნდის მართვისა უნარი;
· სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
· ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
· გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში - შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.