შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

გამოქვეყნებულია ივნისი 04, 2026 / ძალაშია ივლისი 04, 2026

სამუშაო ადგილი : საქართელოს ფოსტის სათავო ოფისი

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე

დამატებითი სამუშაო პირობები: საქართველოს მასშტაბით სამსახურებრივ მივლინებებში გამგზავრების მზაობა

ანაზღაურება: 1700 ლარი

პოზიციის ძირითადი მიზანია შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვაში მონაწილეობის მიღება

 

 

ძირითადი ფუნქციები:

·        შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადების მიზნით -  ინციდენტების ანალიზი, საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება;

·        თანამშრომელთა მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვაში მონაწილეობა;

·        შრომის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლებისთვის ინსტრუქტაჟის/ტრნეინგის  ჩატარება;

·        შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა;  

·        შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული კვალიფიკაცია ან/და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი; 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია მრთვის მოწმობა  - B კატეგორია. 

 

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

·                 გასაუბრება;

·                მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.