სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განრიგი : ცვლიანი განრიგი
ანაზღაურება -1300 ლარი
ძირითადი მოვალეობა:
· ტერმინალში შემოსული საავიაციო, სახმელეთო და სხვა ტერმინალებიდან ტვირთის მიღება/გაგზავნა, აღრიცხვა და რეგისტრაცია;
· საავიაციო, სახმელეთო და სხვა ტერმინალებიდან ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დახარისხება;
· მომხმარებლის ინფორმირებას დაზიანებული ტვირთის შესახებ;
· სატერმინალო მომსახურების გადასახადების კონტროლი და სალარო აპარატების მონიტორინგი;
· ტვირთის მიმღების დაუდგენლობის შემთხვევაში, ადრესატის შესახებ სრული/დამატებითი ინფორმაციის მოძიება;
· დოკუმენტაციის ფაილინგი და არსებული წესის შესაბამისად შენახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.
ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.