სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე

გამოქვეყნებულია მაისი 22, 2026 / ძალაშია ივნისი 22, 2026

სამუშაო ადგილი : თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო საათები : ორშაბათი - პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

 

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა:

·                უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელის  სამუშაო დღის ორგანიზებას, შეხვედრების, თათბირებისა და სხვა სამუშაო ღონისძიებების დაგეგმვას;

·                  ამზადებს შეხვედრებისთვის საჭირო მასალებს, დოკუმენტებსა და ინფორმაციას;

·                  საჭიროების შემთხვევაში ესწრება შეხვედრებს, აფიქსირებს დავალებებსა და გადაწყვეტილებებს;

·                  იღებს, ამუშავებს და ანაწილებს უშუალო ხელმძღვანელის  სახელზე შემოსულ კორესპონდენციას;

·                  ამზადებს ოფიციალური წერილების, მოხსენებითი ბარათების, ბრძანებებისა და სხვა დოკუმენტების პროექტებს;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·       უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;

·       სასურველია ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;

·        MS Office ცოდნა 

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს: 

-        კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-        გასაუბრება;

-        მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“. 

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.