ექსპორტის უფროსი დამხმარე სპეციალისტი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში

გამოქვეყნებულია მაისი 01, 2026 / ძალაშია ივნისი 01, 2026

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო საათები: ყოველ მეორე დღეს -  ცვლიანი განრიგი, 12-საათიანი ცვლა (12:00–24:00 საათამდე); შესვენებები 15:00–

16:00 და 20:00–21:00 საათამდე.

ანაზღაურება:1500 ლარი

 

 

ძირითადი მოვალეობა:

-          საერთაშორისო გზავნილების მიღება/შემოწმება (რაოდენობა, წონა) და სისტემაში აღრიცხვა;

-          საბაჟო პროცესების კოორდინაცია (რეგისტრაცია, დეკლარაციები, დოკუმენტაცია);

-          გზავნილების დახარისხება ქვეყნების მიხედვით და გაგზავნისთვის მომზადების კონტროლი;

-          ტერმინალებს შორის ტრანსპორტირების კონტროლი;

-          ცვლის მართვა, ცვლის ჩაბარება/გადაბარება, შეფერხებების დროული აღმოფხვრა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

-          რუსული და ინგლისური ენების ელემენტარულ/საწყის დონეზე ცოდნა; 

-          MS Office-თან მუშაობის ცოდნა;

-          B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია მექანიკის მართვის გამოცდილება.

 

 

 კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს: 

-          გასაუბრება;

-          მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

 

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.