User Manual

კარი V . EMS გზავნილი / თავი 11. EMS გზავნილის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 43. EMS გზავნილის მიღება/გაგზავნის და ჩაბარების ვადები

43.1.1.EMS გზავნილის  საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების)  ვადებია:

Ø 1 (ერთი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - თუ EMS გზავნილის ადრესატის მისამართი მდებარეობს იმ ქალაქში, სადაც  „საქართველოს ფოსტა“-ს სერვისცენტრია განლაგებული      ( გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში განლაგებული სერვისცენტრებისა);

Ø 2(ორი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - თუ EMS გზავნილის ადრესატის მისამართი არ მდებარეობს „საქართველოს ფოსტა“-ს სერვისცენტრის განლაგების ქალაქში და  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში;      

Ø 4 (ოთხი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - თუ EMS გზავნილის ადრესატის მისამართი მდებარეობს სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში.

43.2. ქვეყნიდან გამავალი EMS გზავნილის  დანიშნულების ქვეყანაში გაგზავნის/შესვლის და მისი ამ ქვეყანაში ადრესატისათვის ჩაბარების ვადები

43.2.1.საქართველოდან გაგზავნილი EMS გზავნილის  დანიშნულების ქვეყანაში შესვლის  ვადებია:

ა) ევროპა:

Ø  „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ EMS გზავნილის  ქ. თბილისში მიღებიდან - 3 (სამი)სამუშაო დღე;

Ø  „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ EMS გზავნილის საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული  EMS გზავნილებისა) მიღებიდან - 4 (ოთხი)  სამუშაო დღე;

Ø „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ EMS გზავნილის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 5 (ხუთი)  სამუშაო დღე;

 

 

 

ბ) დანარჩენი მსოფლიო 

Ø „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ EMS გზავნილის  ქ. თბილისში მიღებიდან - 4 (ოთხი)სამუშაო დღე;

Ø „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ EMS გზავნილის საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული  EMS გზავნილებისა) მიღებიდან - 5 (ხუთი)  სამუშაო დღე;

Ø „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ EMS გზავნილის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 6 (ექვსი)  სამუშაო დღე;

43.2.2. საქართველოდან გაგზავნილი  EMS გზავნილის  დანიშნულების  ქვეყანაში ჩაბარების  ვადები განისაზღვრება მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 2-დან 7 სამუშაო დღემდე.

 

43.2.3. საქართველოდან გაგზავნილი  EMS გზავნილის  დანიშნულების  ქვეყანაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში, იგი ბრუნდება უკან გამომგზავნთან, დანიშნულების ქვეყნის მიერ დადგენილ ვადებში და წესით.