მისამართზე ჩაბარების სერვისი

 

„საქართველოს ფოსტა“ , საქართველოს ტერიტორიაზე, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ახორციელებს შემდეგი სახის გზავნილების მისამართზე მიტანას, მისი  ადრესატისთვის ჩაბარების მიზნით:

 

Ø  ადგილობრივი საფოსტო ბარათი, წერილი (მათ შორის ჰიბრიდული) და 500გრ-მდე წონის მცირე პაკეტი;

Ø  საერთაშორისო საფოსტო ბარათი და წერილი;

Ø  საერთაშორისო 500გრ-მდე წონის რეგისტრირებული მცირე პაკეტი, აგრეთვე 500გრ-მდე წონის მცირე პაკეტი, რომლის შიგთავსიც დოკუმენტია;

Ø  საერთაშორისო EMS გზავნილი;

 

„საქართველოს ფოსტა“  მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს დამატებითი სერვისით და დაწესებული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სახის გზავნილების მისამართზე მიტანა, მისი  ადრესატისთვის ჩაბარების მიზნით:

 

Ø  ადგილობრივი მცირე პაკეტი, რომლის წონაც აღემატება 500გრ-ს;

Ø  ადგილობრივი ამანათი;

Ø  ადგილობრივი M ტომარა;

Ø  საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენცია, რომლის შიგთავსიც დოკუმენტია, ხოლო წონა აღემატება 500გრ-ს;

Ø  საერთაშორისო  მცირე პაკეტი, რომლის შიგთავსიც საქონელია;

Ø  საერთაშორისო საჰაერო ამანათი;

Ø  საერთაშორისო სახმელეთო ამანათი;

 

დამატებითი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს:

·         ადგილობრივი გზავნილების შემთხვევაში- გამგზავნს ან ადრესატს;

·         საერთაშორისო გზავნილების შემთხვევაში - ადრესატს.

დამატებითი სერვისის შეკვეთა შესაძლებელია:

·         სერვისცენტრში;

·         ტელეფონის ნომერზე +995 32 224 09 09.

შენიშვნა: შეკვეთის განხორციელება შესაძლებელია  მხოლოდ იმ გზავნილზე, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ მფლობელობაში იმყოფება.

 

       დამატებითი სერვისის შეკვეთის შესრულების ვადებია:

·         პირობით „სტანდარტული“ - შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 2(ორი) სამუშაო დღე;

·   პირობით  „სასწრაფო“ - შეკვეთის მიღებიდან მეორე სამუშაო დღე (ხორციელდება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში).

 

ადრესატის მისამართზე მიტანას არ ექვემდებარება დაზიანებული და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული გზავნილები.