სიახლეები

რეგულაციები ევროკავშირის ქვეყნებში შემავალ გზავნილებზე

28 ივნისი

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, 2021 წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ღირებულების საქონლის შემცველი გზავნილი, რომელიც იგზავნება კომერციული დანიშნულებით, ევროკავშირის ქვეყანაში შესვლისას დაექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) დაბეგვრას.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, დღგ-ის გადახდა ხდება კომერციული გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებამდე. გადასახადის გადახდამდე, გზავნილი შეჩერდება დანიშნულების ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ და არ ჩაბარდება ადრესატს. გზავნილი, რომელზეც არ მოხდება გადასახადის გადახდა, შესაძლოა დაექვემდებაროს ჩამორთმევას, ან დაბრუნდეს უკან და მოთხოვნილ იქნეს უკან დაბრუნების ხარჯების ანაზღაურება.

 

დღგ-ის გადასახადის გადახდა შეუძლია როგორც გამგზავნს, ისე ადრესატს.

თუ კომერციული გზავნილის ღირებულება 150 ევროზე ნაკლებია, ევროკავშირის პლათფორმა Import One Stop Shop (IOSSსაშალებას აძლევს გამგზავნსდარეგისტრირდეს დღგ-ის გადასახადის გადამხდელადთავად გადაიხადოს გადასახადი და გზავნილის გაგზავნისას შესაბამისი კოდი წარუდგინოს „საქართველოს ფოსტას“. ჩვენ უზუნველყოფთ აღნიშნული ინფორმაციის  მიწოდებას დანიშნულების ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის, რაც საშუალებას მოგცემთ, ადრესატს გზავნილი ჩაბარდეს მარტივი საბაჟო  პროცედურებით, დღგ-ის გადასახადის გადახდის გარეშე და შესაბამისად თავიდან აიცილოთ გზავნილის ორმაგად დაბეგვრა.

თუ გამგზავნი არ დარეგისტრირდება და არ გადაიხდის დღგ-ს, მისი გადახდა მოუწევს ადრესატს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიღებული რეკომენდაციების მიხედვით, გზავნილის ჩაბარების პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, დღგ-ის გადახდა განხორციელდეს გამგავნის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მიმღები ევროკავშირის ქვეყნის საბაჟო სამსახურებს მოუწევთ დიდი რაოდენობით გზავნილების შეჩერება გადასახადის ადრესატისაგან ამოღების მიზნით, რაც ბუნებრივად გამოიწვევს გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების პროცესის გაჭიანურებას.

 

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ ახალი რეგულაციების მოქმედება გავრცელდება ყველა კომერციული დანიშნულების გზავნილზე, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან გადაკვეთს ევროკავშირის ტერიტორიას. აქვე აღნიშნავთ, რომ უცვლელი რჩება 150 ევროზე მეტი ღირებულების გზავნილის დაბეგვრის პროცედურა, ხოლო ახალი რეგულაციები არ გავრცელდება ევროკავშირის ქვეყნებში გასაგზავნ დოკუმენტებზე, ასევე ფიზიკურ პირებს შორის გაგზავნილ საჩუქარზე, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 45 ევროს.