სიახლეები

ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2018 - ბესლეთის ხიდი“ ევროპის მარკების კონკურსის გამარჯვებულია

8 ოქტომბერი

ქართული საფოსტო მარკა „EUROPA  2018 - ბესლეთის ხიდი“ ევროპის მარკების კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ხმის მიცემა ონლაინ სპეციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა, კონკურსში 57 საფოსტო მარკა მონაწილეობდა. ევროპის საფოსტო გაერთიანების „PostEurop”-ის ეგიდით ყოველწლიურად იმართება ევროპული მარკების კონკურსი, საკონკურსო თემას PostEurop-ის მარკების და ფილატელისტების სამუშაო ჯგუფი ირჩევსწლევანდელ თემას წარმოადგენს ხიდები, საქართველოს ფოსტის მიერ კონკურში წარდგენილი იქნა ქართული საფოსტო მარკა EUROPA  2018 - ბესლეთის ხიდი“.  მარკაზე აღბეჭდილია XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი ბესლეთის ხიდი, მას ასევე თამარის ხიდსაც უწოდებენ. ხიდი მდებარეობს სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე, იგი ერთმალიან თაღოვან ხიდს წარმოადგენს, მისი სიგრძე 35 ., სიმაღლე 8 ., ნაგებია კირქვის ფილებით დუღაბზე. თაღის ყოველ საპირე ქვაზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული ასოები, ხოლო დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა  - „ქრისტე მეუფეო ყოველთა.... ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე იდგა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ასევე  შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკარგა. ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ძეგლის სტატუსი.

ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ PostEurop-ის წევრი ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორს, რომელსაც აქვს უფლება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლოთი EUROPA.

საფოსტო მარკები EUROPA მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად იბეჭდება ევროპის საფოსტო ოპერატორების მიერ PostEurop-ის ეგიდით.  საფოსტო მარკები EUROPA აღნიშნავს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის და მისი თემატიკა ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების საერთო ფესვებს კულტურულ და ისტორიულ ჭრილში, ასევე მათ საერთო მიზნებს. პირველი საფოსტო მარკა სიმბოლოთი EUROPA 1956 წელს გამოცა და სწორედ ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი ევროპული მარკების კონკურს.