ქართული პროდუქტი მსოფლიოს

 

 

 ქართული პროდუქტი მსოფლიოს

(პირობები)

 

სარჩევი

 

1. ზოგადი დებულებები

2. ელექტრონული პლათფორმა „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ შინაარსი

3. შეკვეთის განხორციელება გაყიდული პროდუქტის (გზავნილის) ტრანსპორტირებისა და მყიდველისთვის ჩაბარებაზე

4. „საქართველოს ფოსტის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული გზავნილის სახეობები

5. დამატებითი სერვისები

6. აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ .............................................................11

7. საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები ………………….13

8. დასკვნითი დებულებები ………………………………………………………………...…………………14

 

 

 

 

 

 

 

 

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს იმ პირობების ერთობლიობას, რომელსაც „საქართველოს ფოსტა“ სთავაზობს მომხმარებელს, ელექტრონული პლათფორმის - „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ ფარგლებში. 

 

2.    ელექტრონული პლათფორმა - „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ შინაარსი

 

2.1. შპს „საქართველოს ფოსტა“  ადგილობრივ მეწარმეებს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მეწარმე“), რომლებიც ახორციელებენ  ვებ გვერდის საშუალებით პროდუქტის რეალიზებას, სთავაზობს ელექტრონულ  პლათფორმას - „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“, რითაც  მათ  საშუალებას აძლევს „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით მოახდინონ მომხმარებლის (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მყიდველი“) მიერ ონლაინ რეჟიმში შეძენილი პროდუქტის მყიდველისათვის ჩაბარება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე   მისი ექსპორტირება დანიშნულების ქვეყანაში და ჩაბარება მყიდველისთვის, ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

2.2. მეწარმე,  რომელსაც სურს პუნქტი 2.1.-ში აღნიშნული სერვისის  მიღება, ხელშეკრულებას დებს „საქართველოს ფოსტასთან“, რის საფუძველზეც მას უფლება ენიჭება მოახდინოს კომპანიის  ღია API  მოდულის ინტეგრირებ საკუთარი ელექტრონული მაღაზიის გვერდთან.

2.3. API მოდულის ინტეგრირებით, ელექტრონული მაღაზიის  მომხმარებელს საშუალება ექნება:

ა) თუ მომხმარებელი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება - დააზღვიოს და/ან   თვალყური ადევნოს  პროდუქციის გადაადგილებას შესყიდვიდან - მისთვის ჩაბარებამდე;

ბ) თუ მომხმარებელი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე  -   შეთავაზებულ რამოდენიმე ვარიანტთაგან თავად შეარჩიოს შესყიდული პროდუქციის მის ქვეყანაში ტრანსპორტირების მისთვის სასურველი ვარიანტი, გზავნილის ტრანსპორტირების ვადის, ტარიფის, მისი დაზღვევისა და თრექინგ კონტროლის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

2.4. API მოდული საშუალებას იძლევა მეწარმის სურვილის შემთხვევაში, მყიდველისათვის არ იქნეს შეთავაზებული პროდუქციის ტრანსპორტირების და/ან დაზღვევის შესაძლებლობა და აღნიშნული განხორციელდეს მეწარმის მიერ პროდუქტზე დადგენილი ფასის ფარგლებში,  ე.წ. „უფასო მიწოდების“ პირობით.  ამ შემთხვევაში, გზავნილის სახეობის განსაზღვრა, რომლითაც უნდა განხორციელდეს პროდუქტის გაგზავნა ქვეყნის გარეთ და ჩაბარება ადრესატისათვის, ხორციელდება „საქართველოს ფოსტასთან“ დადებული ხელშეკრულებით. 

2.5. ელექტრონული პლათფორმა - „ქართული პროდუქტი მსოფლიო“-ში ჩართული  მეწარმე,  „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილი ტარიფის ფარგლებში ასევე სარგებლობს კურიერის გამოძახების, ხოლო გზავნილის ქვეყნის გარეთ გაგზავნის შემთხვევაში, ასევე   გამარტივებული (ექსპორტის) დეკლარაციის შევსების სერვისით.

 

3.    შეკვეთის განხორციელება გაყიდული პროდუქტის (გზავნილის) ტრანსპორტირებასა და მყიდველისთვის ჩაბარებაზე

 

3.1.    მას შემდეგ რაც მომხმარებელი ელექტრონულ მაღაზიაში შეიძენს პროდუქტს, მეწარმე  ახორციელებს შემდეგ  ქმედებებს:

3.1.1.         API მოდულში ელექტრონულად ავსებს ყველა სავალდებულო ველს (გამყიდველის (მეწარმის) და მყიდველის ვინაობა; მისამართი; გაყიდული პროდუქტის დასახელება, რაოდენობა, წონა და ფასი; წარმოშობის ქვეყანა;  გაყიდული პროდუქტის დასახელება და სხვა), რის შემდეგაც  შესაძლებლობა ეძლევა მონიშნოს  კურიერის გამოძახების ფუნქცია;

3.1.2.         უთითებს სურს თუ არა გამარტივებული ექსპორტის დეკლარაციის წარდგენის სერვისით სარგებლობა.

3.1.3.         გაყიდულ  პროდუქტს ფუთავს იმგვარად, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება ტრანსპორტირების დროს.   მასზე დააქვს გზავნილისთვის მინიჭებული მაიდენტიფიცირებელი (თრექ) კოდი.

3.1.4.         თუ პროდუქტი საქართველოს ტერიტორიაზე იგზავნება - 2(ორ)ეგზემპლიარად ბეჭდავს და ხელს აწერს ელექტრონულად შევსებულ  ფორმას  და მათ 2 (ორ) ეგზემპლიარ ხელმოწერილ ინვოისთან (ან სხვა იმავე დანიშნულების დოკუმენტთან) ერთად ამაგრებს  გზავნილის შეფუთვაზე გარედან.

3.1.5.         თუ პროდუქტი ქვეყნის გარეთ იგზავნება:

Ø B; C ან E  სახეობის გზავნილის გაგზავნის სურვილის შემთხვევაში - 4 (ოთხ) ეგზემპლიარად ბეჭდავს და ხელს აწერს ელექტრონულად შევსებულ  ფორმას და მათ 2 (ორ) ეგზემპლიარ ხელმოწერილ ინვოისთან (ან სხვა იმავე დანიშნულების დოკუმენტთან) ერთად ამაგრებს  გზავნილის შეფუთვაზე გარედან.

Ø A სახეობის გზავნილის გაგზავნის სურვილის შემთხვევაში - 4 (ოთხ) ეგზემპლიარად ავსებს ხელით სტამბური წესით დაბეჭდილ ფორმებს და აწერს ხელს. მათ 2 (ორ) ეგზემპლიარ ხელმოწერილ ინვოისთან (ან სხვა იმავე დანიშნულების დოკუმენტთან) ერთად ამაგრებს  გზავნილის შეფუთვაზე გარედან.

3.2.    კურიერის ვიზიტი მეწარმის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართზე ხორციელდება შემდეგ ვადებში:

კურიერის გამოძახების  პერიოდი

       კურიერის ვიზიტის დრო

 

ორშაბათი 17სთ-მდე

სამშაბათი 15სთ-მდე.

სამშაბათი 17სთ-მდე

ოთხშაბათი 15სთ-მდე.

ოთხშაბათი  17სთ-მდე

ხუთშაბათი 15სთ-მდე

ხუთშაბათი 17სთ-მდე

პარასკევი 15სთ-მდე

პარასკევი 17სთ-მდე

შაბათი 12სთ-მდე

შაბათი 12სთ-მდე

ორშაბათი 15სთ-მდე

შენიშვნა: კურიერის დასვენების ან უქმე დღეებში გამოძახების შემთხვევაში, ვიზიტი ხორციელდება მომდევნო პირველი სამუშაო დღის 15სთ-მდე.

3.3.    მეწარმის მიერ გამარტივებული ექსპორტის დეკლარაციის წარდგენის სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტა“ მას ახორციელებს მეწარმის მიერ გადმოცემული ინვოისისა და შევსებული ფორმის საფუძველზე, არაუგვიანეს გზავნილის ექსპორტირებამდე.

 

4.    „საქართველოს ფოსტის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული გზავნილის სახეობები

 

4.1. „საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს სთავაზობს გზავნილის შემდეგ სახეობებს:

 

Ø  A გზავნილი - გამოიყენება გზავნილის მხოლოდ ქვეყნის გარეთ გაგზავნისას;

Ø  B გზავნილი - გამოიყენება გზავნილის მხოლოდ ქვეყნის გარეთ გაგზავნისას;

Ø  C გზავნილი - გამოიყენება გზავნილის მხოლოდ ქვეყნის გარეთ გაგზავნისას;

Ø  D გზავნილი - გამოიყენება გზავნილის მხოლოდ საქართველოს ფარგლებში გაგზავნისას.

Ø  E გზავნილი - გამოიყენება გზავნილის მხოლოდ ქვეყნის გარეთ გაგზავნისას;

 

4.2.        A გზავნილის მახასიათებლები

4.2.1.A გზავნილის  მაქსიმალური მოცულობითი წონაა - (სიგრძე X სიგანე X სიმაღლე) : 5000<20კგ.

         მაქსიმალური  ზომა: სიგრძის, სიგანის და/ან სიმაღლის ყველაზე დიდი ზომა 

არ უნდა აჭარბებდეს 1მ-ს, ისე რომ არ   იყოს დარღვეული მაქსიმალური მოცულობითი წონის ზღვარი;

4.2.2. A გზავნილის  ტრანსპორტირებისა და მყიდველისთვის ჩაბარების ვადებია - 3-6 სამუშაო დღე.

4.2.3. A გზავნილის ჩაბარება მყიდველისათვის ხორციელდება მის მიერ მითითებულ მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით. გზავნილი ბარდება უშუალოდ მყიდველს ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ  პირთა  წრეს. 

4.2.4. A გზავნილის მყიდველისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ის დანიშნულების ქვეყანაში ინახება 20 დღე, რის შემდეგაც ნადგურდება, თუ ამ ვადაში  გამყიდველის მიერ არ მოხდება გზავნილის უკან დაბრუნების მოთხოვნა. გზავნილის უკან დაბრუნების ხარჯს დამატებით იხდის გამყიდველი. 

დაბრუნებული გზავნილის თაობაზე  გამყიდველი იღებს SMS შეტყობინებას, რის შემდეგაც  5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ის უფლებამოსილია გზავნილი გაიტანოს მისი მისამართის მომსახურე „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრიდან. 

4.2.5. A გზავნილზე ხორციელდება თრექინგ კონტროლი.

4.2.6. A გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია მისი შიგთავსის რეალური ღირებულებით. ამასთან დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 10000 ლარს.

4.2.7. „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს  A გზავნილის მისი ბრალით  მთლიანად ან ნაწილობრივ  დაკარგვასა  და/ან დაზიანებაზე, შემდეგი ოდენობით:

            4.2.7.1. A გზავნილის მთლიანი დაკარგვის ან დაზიანების  შემთხვევაში:

ა) 100 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი - დაუზღვეველი გზავნილისთვის;

ბ) დაზღვეული თანხის ოდენობით;

 

4.2.7.2. A გზავნილის ნაწილობირივი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში:

           

ა)ნაწილობირივ დაკარგული ან დაზიანებული პროდუქტის ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 4.2.7.1. პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა - დაუზღვეველი გზავნილისთვის;

ბ) ნაწილობირივ დაკარგული ან დაზიანებული პროდუქტის ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 4.2.7.2. პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა - დაზღვეული გზავნილისთვის;

 

4.3.  B გზავნილის მახასიათებლები

 

4.3.1.    B გზავნილის მაქსიმალური წონაა - 1 (ერთი) კგ.

                          მინიმალური ზომა90X140მმ (2მმ-იანი გადახვევა ზომიდან დასაშვებია);

რულონებისთვის: სიგრძისა და ორმაგი     დიამეტრის    ჯამი - 170მმ, ამასთან ყველაზე დიდი ზომა  არ უნდა აჭარბებდეს 100მმ-ს.

მაქსიმალური ზომა:  სიგრძე, სიგანე და სისქე ერთად აღებული - 900მმ.  ამასთან, ყველაზე დიდი ზომა  არ უნდა  აჭარბებდეს 600მმ-ს (2მმ-იანი გადახვევა ზომიდან დასაშვებია);

რულონებისთვის: სიგრძისა და ორმაგი დიამეტრის ჯამი - 1040მმ, ამასთან ყველაზე დიდი  ზომა  არ უნდა აჭარბებდეს  900მმ-ს (2მმ-იანი გადახვევა  დასაშვებია).

4.3.2.    B გზავნილის  ტრანსპორტირებისა და მყიდველისთვის ჩაბარების ვადებია - 7-21 სამუშაო დღე.

4.3.3.    B გზავნილის ჩაბარება მყიდველისათვის ხორციელდება მის მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით, ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში. გზავნილი ბარდება უშუალოდ მყიდველს ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ  პირთა  წრეს. 

4.3.4.    B გზავნილის მყიდველისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ის დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში როგორც წესი ინახება 30 დღე, რის შემდეგაც ბრუნდება უკან გამყიდველთან.

დაბრუნებული გზავნილის თაობაზე  გამყიდველი იღებს SMS შეტყობინებას, რის შემდეგაც  5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ის უფლებამოსილია გზავნილი გაიტანოს მისი მისამართის მომსახურე „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრიდან. 

 

4.3.5.    B გზავნილზე როგორც წესი ხორციელდება თრექინგ კონტროლი. ამასთან, თუ  დანიშნულების ქვეყანა არ ახორციელებს გზავნილის განვლადობის კონტროლს, თრექინგი განხორციელდება ნაწილობრივ, გზავნილის საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე.

4.3.6.    B გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც მიმღები ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაცია ახორციელდებს ამგვარ სერვისს. დაზღვევა ხდება მხოლოდ  მისი შიგთავსის რეალური ღირებულებით. ამასთან დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 5000 ლარს.

4.3.7.    „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს  B გზავნილის მისი ბრალით  მთლიანად ან ნაწილობრივ  დაკარგვასა  და/ან დაზიანებაზე, შემდეგი ოდენობით:

4.3.7.1.  B გზავნილის მთლიანი დაკარგვის ან დაზიანების  შემთხვევაში:

ა) 30 SDR შესაბამისი ლარი - დაუზღვეველი გზავნილისთვის;

ბ) დაზღვეული თანხის ოდენობით;

4.3.7.2.  B გზავნილის ნაწილობირივი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში:

ა) ნაწილობირივ დაკარგული ან დაზიანებული პროდუქტის ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 4.3.7.1. პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა.

ბ)ნაწილობირივ დაკარგული ან დაზიანებული პროდუქტის ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 4.3.7.1. პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა - დაზღვეული გზავნილისთვის;

 

4.4.  C გზავნილის მახასიათებლები

 

4.4.1.    C გზავნილის მაქსიმალური წონა - 20კგ.

                     მაქსიმალური ზომა - 1.05მX1.05მX1.05მ (ან 2მ. - სიგრძისა და ყველაზე დიდი

 გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა  გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

4.4.2.    C გზავნილის ტრანსპორტირებისა და მყიდველისთვის ჩაბარების ვადებია - 7-21 სამუშაო დღე.

4.4.3.    C გზავნილის ჩაბარება მყიდველისათვის ხორციელდება მის მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით, ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში. გზავნილი ბარდება უშუალოდ მყიდველს ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ  პირთა  წრეს. 

4.4.4.    C გზავნილის მყიდველისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ის დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში როგორც წესი ინახება 30 დღე, რის შემდეგაც ბრუნდება უკან გამყიდველთან. თუ C გზავნილის უკან დაბრუნება მომხმარებლის (მყიდველის ან გამყიდველის) ბრალით ხდება, გამყიდველს შესაძლოა დაეკისროს გზავნილის უკან დაბრუნების ხარჯის ანაზღაურება.

დაბრუნებული გზავნილის თაობაზე  გამყიდველი იღებს SMS შეტყობინებას, რის შემდეგაც  5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ის უფლებამოსილია გზავნილი გაიტანოს მისი მისამართის მომსახურე „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრიდან. 

 

4.4.5.    C გზავნილზე როგორც წესი ხორციელდება თრექინგ კონტროლი. ამასთან, თუ  დანიშნულების ქვეყანა არ ახორციელებს გზავნილის განვლადობის კონტროლს, თრექინგი განხორციელდება ნაწილობრივ, გზავნილის საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე.

4.4.6.    C გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც მიმღები ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაცია ახორციელდებს ამგვარ სერვისს. დაზღვევა ხდება მხოლოდ  შიგთავსის რეალური ღირებულებით. ამასთან დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 10000 ლარს.

4.4.7.    „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს  C გზავნილის მისი ბრალით  მთლიანად ან ნაწილობრივ  დაკარგვასა  და/ან დაზიანებაზე, შემდეგი ოდენობით:

4.4.7.1.  C გზავნილის მთლიანი დაკარგვის ან დაზიანების  შემთხვევაში:

) 40 SDR + 4.5 SDR შესაბამისი ლარი თითოეული დაკარგული კილოგრამისთვის- დაუზღვეველი გზავნილისთვის;

ბ) დაზღვეული თანხის ოდენობით;

4.4.7.2.  C გზავნილის ნაწილობირივი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში:

) ნაწილობირივ დაკარგული ან დაზიანებული პროდუქტის ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 4.4.7.1. პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა.

ბ) ნაწილობირივ დაკარგული ან დაზიანებული პროდუქტის ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 4.4.7.1. პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა - დაზღვეული გზავნილისთვის;

 

4.5.           D გზავნილის მახასიათებლები

 

4.5.1.      D გზავნილის მაქსიმალური წონაა - 20კგ.

მაქსიმალური ზომა:- 105სმX105სმX105სმ (ან 200სმ. - სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

4.5.2.      D გზავნილის მყიდველისთვის ჩაბარების ვადებია:

Ø  ექსპრესი - 1-3 სამუშაო დღე მისი მიღებიდან.

შენიშვნა: აღნიშნული სერვისი არ ხორციელდება, თუ გზავნილი ერთი ადმინისტრაციული ერთეულიდან იგზავნება  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში, ან პირიქით.

Ø  სტანდარტული - 3-5 სამუშაო დღე მისი მიღებიდან.

4.5.3.      D გზავნილის  მყიდველისათვის ჩაბარება ხორციელდება მის მიერ მითითებულ მისამართზე. მყიდველს საშუალება აქვს მისი საცხოვრებელი/ადგილმდებარეობის ადგილის გარდა მისამართად ასევე აირჩიოს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერი სერვისცენტრი

( ასეთ შემთხვევაში, პროგრამულად კომპანია უთითებს სტატუსს „გასატანი“). ამასთან,  თუ გზავნილის ჩაბარების ადგილად მითითებულია მყიდველის  საცხოვრებელი/ადგილმდებარეობის მისამართი,  10კგ-მდე გზავნილი მას ჩაბარდება   ადგილსამყოფელის (ბინის, სახლის, ოფისის) კართან, ხოლო უფრო მეტი წონის  გზავნილი - ასეთი ადგილსამყოფელის შენობის შესასვლელთან ( ასეთ შემთხვევაში, პროგრამულად კომპანია უთითებს სტატუსს „მისატანი“). 

4.5.4.    D გზავნილის ჩაბარება მყიდველისათვის, თუ მის მისამართად არ არის მითითებული  „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრი, ხორციელდება ასეთ მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით. თუ გზავნილი დაზღვეულია, ის ბარდება  უშუალოდ მყიდველს, ხოლო დაუზღვეველი გზავნილი ასევე შესაძლებელია ჩაბარდეს ნებისმიერ სრულწლოვან პირს, რომელიც დახვდება კურიერს მისამართზე და განაცხადებს, რომ ცხოვრობს/მუშაობს მყიდველთან ერთად. თუ აღმოჩნდება, რომ მყიდველს არასრულწლოვანი პირი წარმოადგენს, გზავნილის ჩაბარება უნდა განხორციელდეს ამ მისამართზე მცხოვრები/მომუშავე სრულწლოვანი პირისთვის. გზავნილის ჩაბარების მიზნით, პირი, რომელიც იბარებს გზავნილს, კურიერს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გზავნილის ჩაბარების დასტურად ხელს მოაწერს კურიერის მიერ წარდგენილ ელექტრონულ მოწყობილობაში.

იმ შემთხვევაში, თუ კურიერი ვერ ახერხებს მითითებულ მისამართზე გზავნილის ჩაბარებას, ის ელექტრონულ მოწყობილობაში აკეთებს ჩანაწერს, შესაბამისი მიზეზის მითითებით, ხოლო გზავნილს აბრუნებს უკან სერვისცენტრში.   აღნიშნულის თაობაზე ადრესატს ეცნობება SMS შეტყობინების სახით და მიეცემა 5(ხუთ) დღიანი ვადა გზავნილის სერვისცენტრიდან გატანისა.

4.5.5.      თუ მყიდველი D გზავნილის  ჩაბარების ადგილად  „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრს მიუთითებს, ასეთი გზავნილის სერვისცენტში მიღებისათანავე მყიდველი მიიღებს SMS შეტყობინებას, რის შემდეგაც ის უფლებამოსილი იქნება 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში ეწვიოს სერვისცენტრს და  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის წარმოდგენისა და გზავნილის ჩაბარების დასტურად ელექტრონულ მოწყობილობაზე ხელმოწერის საფუძველზე ჩაიბაროს გზავნილი.

თუ გზავნილი არ არის დაზღვეული, ის გარდა გამყიდველისა ასევე შეიძლება ჩაბარდეს ნებისმიერ სრულწლოვან მესამე პირს, რომელიც საკუთართან  ერთად წარადგენს გამყიდველის  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსაც.

თუ გამყიდველი არასრულწლოვანია, გზავნილის ჩაბარება განხორციელდება მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის.

4.5.6.      ნებისმიერი მიზეზით მყიდველისთვის ჩაუბარებელი D გზავნილი სერვისცენტრში ინახება 5 სამუშაო დღე, რის შემდეგაც ის უბრუნდება გამყიდველს. ჩაბარება ხორციელდება გამყიდველის მისამართზე.

4.5.7.      D გზავნილზე ხორციელდება თრექინგ კონტროლი.

4.5.8.      D გზავნილიდაზღვევა შესაძლებელია მისი შიგთავსის რეალური ღირებულებით. ამასთან დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 10000 ლარს.

4.5.9.    „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს  D გზავნილის მისი ბრალით  მთლიანად ან ნაწილობრივ  დაკარგვასა  და/ან დაზიანებაზე, შემდეგი ოდენობით:

4.5.9.1.  D გზავნილის მთლიანი დაკარგვის ან დაზიანების  შემთხვევაში:

) გზავნილის გაგზავნის ღირებულებას  + 5 ლარი თითოეულ დაკარგულ  კილოგრამზე- დაუზღვეველი გზავნილისთვის;

ბ) დაზღვეული თანხის ოდენობით;

4.5.9.2.  D გზავნილის ნაწილობირივი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში:

) ნაწილობირივ დაკარგული ან დაზიანებული პროდუქტის ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 4.5.9.1. პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა.

ბ) ნაწილობირივ დაკარგული ან დაზიანებული პროდუქტის ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 4.5.9.1. პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა - დაზღვეული გზავნილისთვის;

 

4.6.  E გზავნილის მახასიათებლები

4.6.1.      E გზავნილის  მაქსიმალური წონაა - 20კგ.

              მინიმალური ზომა:90X140მმ (2მმ-იანი გადახვევა ზომიდან დასაშვებია);

                      მაქსიმალური ზომა - 1.05მX1.05მX1.05მ (ან 2მ. - სიგრძისა და ყველაზე დიდი

                                            გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს

                                          სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

 

4.6.2.      E გზავნილის  ტრანსპორტირებისა და მყიდველისთვის ჩაბარების ვადებია - 6-9 სამუშაო დღე.

4.6.3.      E გზავნილის ჩაბარება მყიდველისათვის ხორციელდება მის მიერ მითითებულ მისამართზე ერთჯერადი ან ორჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით. გზავნილი ბარდება უშუალოდ მყიდველს ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ  პირთა  წრეს. 

4.6.4.       E გზავნილის მყიდველისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ის დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში როგორც წესი ინახება 15 დღე, რის შემდეგაც ბრუნდება უკან. თუ E გზავნილის უკან დაბრუნება მომხმარებლის (მყიდველის ან გამყიდველის) ბრალით ხდება, გამყიდველს შესაძლოა დაეკისროს გზავნილის უკან დაბრუნების ხარჯის ანაზღაურება.

დაბრუნებული გზავნილის თაობაზე  გამყიდველი იღებს SMS შეტყობინებას, რის შემდეგაც  5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ის უფლებამოსილია გზავნილი გაიტანოს მისი მისამართის მომსახურე „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრიდან. 

4.6.5.    E გზავნილზე როგორც წესი ხორციელდება თრექინგ კონტროლი. ამასთან, თუ  დანიშნულების ქვეყანა არ ახორციელებს გზავნილის განვლადობის კონტროლს, თრექინგი განხორციელდება ნაწილობრივ, გზავნილის საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე.

4.6.6.      E გზავნილიდაზღვევა შესაძლებელია მისი შიგთავსის რეალური ღირებულებით. ამასთან დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 10000 ლარს.

4.6.7.      „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს  E გზავნილის მისი ბრალით  მთლიანად ან ნაწილობრივ  დაკარგვასა  და/ან დაზიანებაზე, შემდეგი ოდენობით:

4.6.7.1. E გზავნილის მთლიანი დაკარგვის ან დაზიანების  შემთხვევაში:

ა) 130 SDR შესაბამისი ლარი - დაუზღვეველი გზავნილისთვის;

ბ) დაზღვეული თანხის ოდენობით;

4.6.7.2.  E გზავნილის ნაწილობირივი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში:

)ნაწილობირივ დაკარგული ან დაზიანებული პროდუქტის ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 4.6.7.1. პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა - დაუზღვეველი გზავნილისთვის;

) ნაწილობირივ დაკარგული ან დაზიანებული პროდუქტის ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 4.6.7.1. პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა - დაზღვეული გზავნილისთვის;

 

5.    დამატებითი სერვისები

 

5.1.    ელექტრონული პლათფორმა - „ქართული პროდუქტი მსოფლიო“-ს მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს შემდეგი დამატებითი სერვისებით:

Ø  დაზღვევა;

Ø  ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა - მხოლოდ A;B;C; და E გზავნილებისთვის;

 

5.2.  გზავნილის დაზღვევა

5.2.1.      გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია მისი დაზიანების, მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის რისკებისგან. ანაზღაურებას არ ექვემდარება  პროდუქტის იმგვარი დაზიანება, რომლის მიზეზიც მისი არასათანადო შეფუთვა გახდა.

5.2.2.      გზავნილის დაზღვევის სერვისით სარგებლობის უფლება აქვს როგორც მეწარმეს, ასევე პროდუქტის მყიდველს.

5.2.3.      გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია  მისი რეალური ღირებულებით.  ამასთან, რეალურ ღირებულებად მიიჩნევა პროდუქტის გასაყიდი ფასი.

 

5.3. „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“.

5.3.1.      „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“გულისხმობს მეწარმის შესაძლებლობას დადგენილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ უარი თქვას „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემული გზავნილის შემდგომ გაგზავნაზე.

5.3.2.      მეწარმეს აღნიშნული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მისი განაცხადი დაფიქსირდება გზავნილის „საქართველოს ფოსტა“-სთვის გადაცემის დღის 17.00 საათამდე.  გზავნილის შაბათ დღეს გასაგზავნად ჩაბარების შემთხვევაში, მეწარმე აღნიშნული სერვისით ვერ ისარგებლებს. 

5.3.3.      მეწარმის მიერ სერვისით სარგებლობის თაობაზე განცხადების წარმოდგენა  ხორციელდება ელექტრონულად, მისი info@gpost.ge ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით.

5.3.4.      გზავნილის საქართველოდან ექსპორტირების შემდეგ, მეწარმის მიერ მისი შეჩერების, ადრესატისათვის ჩაუბარებლობისა და უკან დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტა“ არ იძლევა გარანტიას მისი განკარგულების შესრულებაზე. ამასთან, „საქართველოს ფოსტის“ მიერ დაბრუნების მოთხოვნის შესრულების  შემთხვევაში, მეწარმე  არ თავისუფლდება გზავნილის გაგზავნის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. გარდა ამისა, მეწარმეს ასევე შესაძლოა  დაეკისროს უკან დაბრუნების ხარჯების ანაზღაურებაც. 

 

6.    აკრძალვები და შეზღუდვები  გზავნილის შიგთავსის მიმართ

 

6.1.    დაუშვებელია ისეთი გზავნილის გაგზავნა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კონვენციისა და რეგლამენტის პირობებსა და მოთხოვნებს. აკრძალულია საფოსტო გზავნილის გაგზავნა თაღლითობის აქტის ხელშესაწყობად, ან გადასახდელი თანხის სრულად გადახდის თავიდან არიდების მიზნით.

6.2.    ყველა  ქვეყანა ან მათი დანიშნული ოპერატორი უფლებამოსილია  დამატებითი აკრძალვები და შეზღუდვები  დააწესოს საკუთარ ქვეყანაში შემავალი  გზავნილების შიგთავსის მიმართ. შესაბამისად კონკრეტულ ქვეყანაში საფოსტო გზავნილის გაგზავნისას, ქვემოთჩამოთვლილ აკრძალვებთან და შეზღუდვებთან ერთად ძალაშია კონკრეტული ქვეყნის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

ჩამონათვალი ხელმისაწვდომია http://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/requirements/

6.3.    დაუშვებელია შპს „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით  მეწარმე სუბიექტმა მოახდინოს ქვემოთჩამოთვლილი აკრძალული ნივთის ტრანსპორტირება:

ა)ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო  კომიტეტის განსაზღვრების შესაბამისად, ან სხვა დანიშნულების ქვეყანაში აკრძალული უკანონო   ნივთიერებები;

ბ) უხამსი ან ამორალური ხასიათის საგნები;

გ) კონტრაფაქტული და მეკობრული  საგნები;

დ) სხვა საგნები, რომელთა შეტანა ან მიმოქცევა აკრძალულია დანიშნულების ქვეყანაში;

ე) საგნები, რომლებიც თავიანთი ხასიათით ან შეფუთვით შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ფოსტის  თანამშრომლებს ან მოსახლეობას, აბინძურებდეს ან აფუჭებდეს სხვა გზავნილებს, საფოსტო ტექნიკას ან მესამე პირის საკუთრებას. 

ვ) ცოცხალი ცხოველები;

ზ) მიმდინარე და პირადი მიმოწერის შემცველი დოკუმენტები, გაგზავნილი იმ პირების მიერ, რომლებიც არ წარმოადგენენ გამგზავნს, ადრესატს ან მათთან მცხოვრებ პირებს (აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ადგილობრივი  გზავნილის მიმართ).

თ) ინერტული ფეთქებადი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა, მათ შორის ინერტული ყუმბარები და ჭურვები და სხვა ანალოგიური საგნები, ასევე ასეთი მოწყობილობების და საგნების მულაჟები;

ი) რადიაქტიული ნივთიერებები;

კ) ინფექციური ნივთიერებები;

ლ) ლითიუმის ელემენტები და ლითიუმის ბატარიები (როგორც ცალკე, ასევე მოწყობილობაში მოთავსებული);

მ) სხვა საგნები და ნივთიერებები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან მომავალში შესაძლოა მიენიჭოთ სახიფათო ტვირთის სტატუსი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ნ) ნებისმიერი სახის საკვები პროდუქტი;

6.4.     დაუშვებელია მონეტების, ბანკნოტების,  ფულის ნიშნების  ან წარმომდგენის სასარგებლოდ ანაზღაურებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ფასიანი ქაღალდების, სამოგზაურო ჩეკის, პლატინის, ოქროს ან ვერცხლის (როგორც ნაკეთობის, ასევე დაუმუშავებელი სახით), ძვირფასი ქვების, საიუველირო ნაწარმის და სხვა ძვირფასი ნივთების გაგზავნა დაზღვევის გარეშე.

6.5.    იმ შემთხვევაში, თუ  დაფიქსირდა 6.3. პუნქტით განსაზღვრული აკრალული ნივთის და 6.4. პუნქტით დადგენილი პირობის დარღვევით გზავნილის გაგზავნის ფაქტი, მისი  დაბრუნება უკან, გამყიდველისთვის არ მოხდება, პროდუქცია დაუყოვნებლივ დაექვემდებარება განადგურებას.

 

7.    საქართველოს ფოსტის პასუხისმგებლობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები

 

7.1.    „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით, გზავნილის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვით  და/ან დაზიანებით. ამასთან, გზავნილი დაზიანებულად მიიჩნევა მხოლოდ მისი გარე შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.

7.2.    გზავნილი ითვლება დაკარგულად, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია დანიშნულების ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის/კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ან თუ გზავნილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა გამყიდველის მიერ რეკლამაციით მომართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის  განმავლობაში.

7.3.    „საქართველოს ფოსტას“ ბრალით  გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში, გარდა ამ დოკუმენტით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისა, ის  ასევე უფლებამოსილია აანაზღაურებს გზავნილის გაგზავნის ღირებულებაც. 

7.4.    “საქართველოს ფოსტა“ ანაზღაურებს ზიანს გზავნილის უკან, მეწარმისთვის  დაბრუნების შემთხვევაში, თუ:

7.4.1.      გზავნილის  დაბრუნების მიზეზი გაურკვეველია;

7.4.2.      გზავნილის დაბრუნების მიზეზია ფოსტის  შეცდომა.

7.4.3.      დაბრუნებული გზავნილის უკან მიღებაზე უარს აცხადებს მეწარმე, მისი დაზიანების გამო.

7.5.      პუნქტი 6.4-ით განსაზღვრულ შემთხვევებში, „საქართველოს ფოსტა“  ანაზღაურებს ასეთი  გზავნილის ხელახლა გადაგზავნის ღირებულებას.  მეწარმეს უფლება აქვს უარი თქვას გზავნილის ხელახლა გადაგზავნაზე და მოითხოვოს მისი გაგზავნის ღირებულების ანაზღაურება, ხოლო 6.4.3. ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ასევე მოითხოვოს დაზიანებული შიგთავსის ღირებულების ანაზღაურება, ამ დოკუმენტით განსაზღვრული გზავნილის სახეობისთვის დადგენილი მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

7.6.    თუ გამყიდველი, ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვს ამ დოკუმენტით განსაზღვრულზე ნაკლებ ანაზღაურებას, „საქართველოს ფოსტა“ უფლებამოსილია აანაზღაუროს ნაკლები თანხა.

7.7.     „საქართველოს ფოსტა“ არ აგებს პასუხს საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ ორგანოს მიერ იქნება მიღებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გზავნილების (მათ შორის  დაზღვეული გზავნილების) მიმართ.

7.8.    „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობა ნებისმიერი სახეობის გზავნილის (მიუხედავად იმისა დაზღვეულია თუ არა იგი) მიმართ ასევე გამოირიცხება:

Ø პროდუქტის (ხარისხი, ზომა, ანგარიშწორება მხარეებს შორის და ა.შ.) თაობაზე მეწარმესა და მყიდველს შორის არსებული უთანხმოების შემთხვევაში;

Ø დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების  დადგომის შემთხვევაში;

Ø შემთხვევებში, როცა „საქართველოს ფოსტას“ არ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის  შედეგად  განადგურების გამო;

Ø თუ გზავნილის დაკარგვა, მისი შიგთავსის არარსებობა გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან დაუდევრობით (მათ შორის არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის  თვისებებით;

Ø იმ გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს  გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;

Ø იმ გზავნილის მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ გზავნილი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით ), ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში.

Ø მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ   გზავნილის დაკავების, განადგურების  ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;

Ø თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;

Ø თუ მომხმარებელმა რეკლამაციით არ მიმართა „საქართველოს ფოსტას“ საფოსტო გზავნილის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;

 

                                    8. დასკვნითი დებულებები

 

8.1. თუ ამ დოკუმენტის რომელიმე დებულება ბათილია, მიუხედავად ბათილობის საფუძვლისა, ეს არ გამოიწვევს მთელი დოკუმენტის ბათილობას. ამ შემთხვევაში დოკუმენტის დარჩენილი დებულებები მოქმედებს ბათილი დებულების გარეშე.

8.2. ყველა ი საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დოკუმენტით,  რეგულირდება „საქართველოს ფოსტის“ მიერ დამტკიცებული  „მომხმარებლის  სახელმძღვანელოთი“ დადგენილი ნორმებით. ამასთან, ამ დოკუმენტსა და „მომხმარებლის  სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრულ დებულებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, გამოიყენება წინამდებარე  დოკუმენტით განსაზღვრული ნორმები.

8.3. ამ დოკუმენტში შეტანილი ყველა ცვლილება და დამატება ძალაში შედის მისი „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ხელმოწერისა და კომპანიის ვებ გვერდზე განთავსების დღიდან, თუ ცვლილებისა და დამატებების დოკუმენტი თავად არ შეიცავს მითითებას მისი ძალაში უფრო გვიანი თარიღით შესვლის შესახებ.

8.4. ამ დოკუმენტის  მუხლებს სათაურები წამძღვარებული აქვთ დოკუმენტის ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ისინი მხედველობაში არ მიიღებიან როგორც ამ დოკუმენტის რაიმე დებულების განმსაზღვრელნი, შემცვლელნი ან განმარტავნი.