კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ოპერატორის ვაკანსიას თეთრიწყაროს სერვისცენტრში

გამოქვეყნებულია: 6 ივლისი 2020  /  ძალაშია: 3 აგვისტო 2020

ძირითადი მოვალეობები:

·         საფოსტო გზავნილების მიღება, გაცემა და მათი პროგრამულად აღრიცხვა;

·         სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;

·         კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;

·         საფოსტო გზავნილების განაწილება და ჩაბარების კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;

·         სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

·         ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·         რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

·         MS პროგრამების ცოდნა;

·         მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.

 

უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         გამართულად მეტყველება;

·         მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

-               ჯგუფური გასაუბრება ;

-              ტესტირება;

-              ინდივიდუალური გასაუბრება.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  03.08.2020