კარიერა
შპს „საქართველოს ფოსტა“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ფეხითმოსიარულე კურიერის ვაკანსიას (არასრული განაკვეთი)
სამუშაო ადგილი - თბილისი;
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე;
შაბათი - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე (კვირაში 24 საათი);
ანაზღაურება - 350 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
· საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
· სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
· სიახლის ათვისების უნარი;
· ყურადღება დეტალების მიმართ;
· მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
· გუნდური მუშაობა;
· სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება;
- სტაჟირება 1 კვირა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ „ფეხითმოსიარულე კურიერი“
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 17.12.2019