კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას საკურიერო სამსახურში კურიერის თანამდებობაზე.

გამოქვეყნებულია: 8 ნოემბერი 2019  /  ძალაშია: 6 დეკემბერი 2019

სამუშაო ადგილი - თბილისი

ანაზღაურება - 850 ლარი

სამუშაო გრაფიკი - I  კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30 – 17:30, შაბათი 12:00 – 16:00; კვირა დასვენება;

II კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 – 20:00, შაბათი  და კვირა დასვენება.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

·         საკურიერო მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის;

·         სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·         მართვის მოწმობა A ან A1 კატეგორია;

(კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა);

·         საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;

·         სიახლის ათვისების უნარი;

·         ყურადღება დეტალების მიმართ;

·         მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

·         გუნდური მუშაობა;

·         სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-          კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება;

-          სტაჟირება 2 კვირა.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საკურიერო სამსახურის კურიერი, დაუკავშირდებით კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად და მათი გამოცდილება შეესაბამება მოთხოვნებს.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  06.12.2019