სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; შაბათი - მოთხოვნისამებრ. (კვირაში 24 საათი)
ძირითადი მოვალეობები:
· სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
· კლიენტების პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
· არსებული პროდუქტების გაყიდვა;
· კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
· სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
· ქართული ენის ცოდნა;
· ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
· MS პროგრამების ცოდნა;
· პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
· მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· კომუნიკაციის უნარი;
· გამართულად მეტყველება;
· გუნდური მუშაობა;
· პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25.12.2022