საქართველოს ფოსტამ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოაწყო

აპრილი 12, 2024

საქართველოს ფოსტამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი  გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას.

 

პროექტის ფარგლებში, 10 აპრილს, საქართველოს ფოსტის ინიციატივითა და ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, აჭარის აღნიშნულ ლოკაციებზე მდებარე ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოეწყო.

 

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.