ანაზღაურება - 750 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
· საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის;
· სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;
· სასურველია 3–6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
· ქართული ენის ცოდნა;
· კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა (დასაქმების შემთხვევაში უნდა აიღოს A ან A1 კატეგორიის მართვის მოწმობა);
· საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
· კომუნიკაციის უნარი;
· გამართულად მეტყველების უნარი;
· ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
· მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
კანდიდატთა შერჩევა:
- კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19.12.2022