კურიერი ხაშურში

გამოქვეყნებულია მარტი 29, 2024 / ძალაშია აპრილი 30, 2024

 

ანაზღაურება: 900 ლარი.

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·        საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;

·        სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        ქართული ენის ცოდნა;

·        კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა; (დასაქმების შემთხვევაში უნდა აიღოს A1 ან A კატეგორიის მართვის მოწმობა);

·        საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

 

 

უნარ–ჩვევები: 

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        კომუნიკაციის უნარი;

·        გამართულად მეტყველების უნარი;

·        ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

·        მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: 

-        კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-        გასაუბრება;

-        მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ  გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება :  „კურიერი -ხაშური“ .

 

შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თუ გსურთ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@gpost.ge .