სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორი რუსთავში

გამოქვეყნებულია მარტი 22, 2024 / ძალაშია აპრილი 25, 2024

ანაზღაურება - 900 ლარი

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·        სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;

·        მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;

·        მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;

·        მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

·        სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

·        MS პროგრამების საბაზისო ცოდნა;

·        მონაცემთა ბაზაში მუშაობის გამოცდილება.

 

 

უნარ–ჩვევები: 

·        სამუშაოს დაგეგმვისა და  დროის მართვის უნარი;

·        სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.

·        სხარტი აზროვნების უნარი;

·        ყურადღება დეტალების მიმართ;

·        მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

·        ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·        სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: 

-              გასაუბრება;

-             მოსამზადებელი ეტაპი  2 კვირა.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების ოპერატორი-რუსთავი.

 

შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თუ გსურთ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@gpost.ge .