სერვის ადმინისტრატორი ქუთაისში

გამოქვეყნებულია თებერვალი 23, 2024 / ძალაშია მაისი 19, 2024

ანაზღაურება - 600 ლარი.

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·        სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ:

-        მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;

-        პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;

-        საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.

·        მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას;

·        მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;

·        მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

·        რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე

·        MS პროგრამების ცოდნა.

 

 

უნარ–ჩვევები: 

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·        დეტალებზე ორიენტირებულობა;

·        გამართულად მეტყველება;

·        გუნდური მუშაობა.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: 

-              ინდივიდუალური გასაუბრება;

-             მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება - სერვის ადმინისტრატორი - ქუთაისი.