სერვის ადმინისტრატორი თბილისში

გამოქვეყნებულია იანვარი 18, 2024 / ძალაშია მაისი 19, 2024

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 – 17:00, შაბათი 10:00 – 14:00;

 

ანაზღაურება: 700 ლარი

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·        სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ:

-        მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;

-        პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;

-        საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.

·        მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.

·        მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;

·        მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

·        ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

·        MS პროგრამების ცოდნა;

 

 

უნარ–ჩვევები: 

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·        დეტალებზე ორიენტირებულობა;

·        გამართულად მეტყველება;

·        გუნდური მუშაობა.

 

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს: 

-              გასაუბრება;

-             მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სერვის ადმინისტრატორი.

 

შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თუ გსურთ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@gpost.ge .