სერვისცენტრის მენეჯერი ხელვაჩაურში

გამოქვეყნებულია დეკემბერი 22, 2023 / ძალაშია აპრილი 15, 2024

 

ძირითადი მოვალეობები: 

·        სერვისცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

·        კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება;

·        სერვისცენტრში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;

·        დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;

·        სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        უმაღლესი განათლება;

·        3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;

·         ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·        რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;

·        MS პროგრამების ცოდნა.

 

 

უნარ–ჩვევები: 

·        მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;

·        ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·        გამართულად მეტყველების უნარი;

·        წერითი კომუნიკაციის უნარი;

·        მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·        ინიციატივა;

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

-        კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;

-        გასაუბრება.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ან/და (CV) შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი: სერვისცენტრის მენეჯერი - ხელვაჩაური.

 

შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თუ გსურთ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@gpost.ge .