დამხმარე სპეციალისტი

გამოქვეყნებულია ივნისი 23, 2023 / ძალაშია აპრილი 30, 2024

სამუშაო ადგილი:

-        ქ. თბილისი - სერვისცენტრი

·        ანაზღაურება - 900 ლარი;

 

·        სამუშაო განრიგი - მონაცვლეობით, ერთი კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  09 საათიდან 17 საათამდე, შაბათს - 10 საათიდან 14 საათამდე. მეორე კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11 საათიდან 19 საათამდე, შაბათს - 12 საათიდან 16 საათამდე.

 

 

-        ქ.თბილისი - საკურიერო

·        ანაზღაურება - 1000 ლარი;

 

·        სამუშაო განრიგი - მონაცვლეობით, ერთი კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  09:30 დან 18 საათამდე, შაბათს - 11 საათიდან 15 საათამდე. მეორე კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 20:30 საათამდე.

 

 

ძირითადი მოვალეობა:

·        საფოსტო გზავნილების ჩამოტვირთვა/დასაწყობება შესაბამის ტერიტორიაზე, მათი ფიზიკური გადატანა და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის გადაცემა.

·        გზავნილების  განთავსება არსებული წესის დაცვით.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 

·        სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;

·        ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;

·        დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებსს: 

-        გასაუბრება;

-        მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი  რეზიუმე/CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge .

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ თქვენთვის სასურველი  ვაკანსიის დასახელება - „ დამხმარე სპეციალისტი“  ან „ დამხმარე სპეციალისტი- საკურიერო“.

 

შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თუ გსურთ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@gpost.ge .