სამუშაო განრიგი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
· სერვისცენტრის ხელმძღვანელობა: სერვის ცენტრის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი;
· კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება და მონიტორინგი
· სერვისცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა
· დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა
· სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება
· 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში
· ქართული ენის ცოდნა
· ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე
· MS პროგრამების ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
· მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
· სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
· თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი
· ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
· გამართულად მეტყველების უნარი
· წერითი კომუნიკაციის უნარი
· მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა
· ინიციატივა
კანდიდატთა შერჩევა:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.