დახარისხების სპეციალისტი

გამოქვეყნებულია თებერვალი 19, 2026 / ძალაშია მარტი 19, 2026

სამუშაო ადგილი - თბილისი

სამუშაო განრიგი : ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 16:30  საათიდან - 00:00 საათამდე , კვირას 11:00 საათიდან 16:00 საათამდე

 

 

ძირითადი მოვალეობა: 

·        საფოსტო გზავნილების დახარისხება;

·        საფოსტო გზავნილების გადატანა არსებული წესის შესაბამისად;

·        გზავნილების შემოწმება რეესტრის მიხედვით და შესაბამისი წესის მიხედვით აღრიცხვა;

·        გზავნილების შესახებ მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა;

·        ზედნადების, გზავნილების რეესტრის და მანიფესტის ფორმების მომზადება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 

·        ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;

  • სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება საბაზისო დონეზე;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პრობლემური საკითხის იდენტიფიცირებისა და მოგვარების უნარი;

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის  შემდეგ ეტაპს: 

-        გასაუბრება;

-        მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

 

 

 

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.