ანაზღაურება - 1150 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განრიგი: ცვლიანი განრიგი, 24 საათიანი ცვლა 3 დღეში ერთხელ დილის 10:00-დან მეორე დილის 10:00-მდე. 3 საათიანი შესვენება ცვლის განმავლობაში.
ძირითადი მოვალეობა:
· ტვირთის, მათ შორის სახიფათო ტვირთის, შემოწმება სკანერით (რენტგენული აპარატი);
· საავიაციო უსაფრთხოების ე.წ. სტერილურ ზონაში შესვლა/გამოსვლის კონტროლი: პირის, ხელბარგისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება, საშვის გაცემა;
· შემოწმებულ ტვირთზე სტიკერის/ბეჭდის დატანა, დოკუმენტაციის შევსება და მონაცემების ჟურნალში/სისტემაში ასახვა;
· შეუსაბამობების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
· შემოწმებული და დასაშვებად მიჩნეული ტვირთის საჰაერო ხომალდზე განთავსების პროცესის ზედამხედველობა;
· ტერმინალის პერიმეტრის პერიოდული შემოწმება და საბაჟო რეჟიმის დაცულობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
· სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით
· სასურველია 6 თვიანი გამოცდილება საავიაციო უშიშროებაში
· სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, ატვირთოთ თქვენი CV და დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“.