ძირითადი მოვალეობა:
მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება
· მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა (სოციალური მედია,ვებ-გვერდი);
· ბეჭდური სარეკლამო და ბრენდირებული მასალების დიზაინის მომზადება (ბუკლეტი, ბანერი, ბეიჯი, სავიზიტო და სხვ.).
· ღონისძიებებისთვის ვიზუალური კონცეფციის/ესკიზების მომზადება, შესაბამისი ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი;
· სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია და ბეჭდური მასალის ხარისხისა და ვადების კონტროლი;
· განხორცილებული პროექტების ელექტრონული პორტფოლიოს წარმოება და შესრულებული ნამუშევრების არქივის განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
· განათლება - გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
· სამუშაო გამოცდილება - ანალოგიურ/მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
· სასურველია სტამბებთან სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, ატვირთოთ თქვენი CV, პორტფოლიო და დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“.