გენერალური დირექტორის თანაშემწე

გამოქვეყნებულია დეკემბერი 19, 2025 / ძალაშია იანვარი 19, 2026

სამუშაო ადგილი: საქართველოს ფოსტის სათავო ოფისი -თბილისი, სადგურის მოედანი N2.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

 

 

ძირითადი ფუნქციები: 

·   გენერალური დირექტორის სახელზე შემოსულ წერილებზე, განცხადებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე დროული რეაგირება;

·    საპასუხო წერილების, ოფიციალური შეტყობინებების მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა;

·    გენერალური დირექტორის შეხვედრებისა და  თათბირების დაგეგმვა/ორგანიზება;

· შეხვედრების დღის წესრიგის მომზადება, საჭირო მასალების მომზადება/შეგროვება და მონაწილეებთან კოორდინაცია;

·   გენერალური დირექტორისთვის დოკუმენტების, პრეზენტაციების  და სხვა სამუშაო მასალების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი თარგმნა;

·   დავალებების შესრულების სტატუსების მონიტორინგი და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;

·    ადმინისტრაციული მხარდაჭერა კომპანიის შიდა წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·         უმაღლესი განათლება;

·         სასურველია ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

·         ინგლისური ენის ცოდნა (Advanced/Upper-Intermediate);

·         MS Office პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook).

 

 

სასურველი უნარები და პიროვნული თვისებები: 

·         ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         ეფექტიანი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;

·         პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

·         სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

·         კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.

 

 

 

კანდიდატები გაივლიან  შერჩევის შემდეგ ეტაპებს: 

·         გასაუბრება

·         პრაქტიკული დავალება (პრეზენტაციის,დოკუმენტის მომზადება)

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.