Front-end დეველოპერი

გამოქვეყნებულია ნოემბერი 07, 2025 / ძალაშია დეკემბერი 07, 2025

სამუშაო ადგილი- საქართველოს ფოსტის სათავო ოფისი -თბილისი, სადგურის მოედანი N2,

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·        ვებ-პროექტების Front-End ნაწილის დიზაინი, განვითარება და ტესტირება;

·        კოდის სტრუქტურირება და ოპტიმიზაცია;

·  სხვადასხვა მოწყობილობებზე ვებ-გვერდისა და აპლიკაციის  გამართულად  მუშაობის უზრუნველყოფა;

·        კოდის ვერსიების მართვა (Git, GitHub / GitLab).

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება Front-end დეველოპმენტში;

·   HTML; CSS; JavaScript; .net MVC; net Core razor პროგრამულ ენებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;

·        ვერსიების  კონტროლის სისტემებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;

 

 

უნარ–ჩვევები: 

·        ანალიტიკური აზროვნება

·        გუნდური მუშაობის უნარი

·        დეტალებზე ორიენტირებული

·        სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს: 

-        გასაუბრება;

-        მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, ატვირთოთ თქვენი CV, პორტფოლიო და დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“.

 

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.