სამუშაო ადგილი- საქართველოს ფოსტის სათავო ოფისი -თბილისი, სადგურის მოედანი N2,
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.
ძირითადი მოვალეობები:
· iOS და Android ოპერაციულ სისტემებზე მობილური აპლიკაციების შექმნა, ტესტირება და დანერგვა;
· არსებული აპლიკაციების ფუნქციონალის გაუმჯობესება და განახლება;
· UI/UX დიზაინისა და ბექ-ოფის სისტემებთან ინტეგრაციის უზრუნველყოფა;
· API-სთან მუშაობა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
· ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
· თანამშრომლობა დიზაინერებთან, დეველოპერებთან და პროექტის მენეჯერებთან საერთო მიზნების მისაღწევად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან დაკავშირებულ სფეროში;
· მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება iOS და Android პლატფორმებზე აპლიკაციების განვითარებაში;
· React Native პროგრამული ენით მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
· RESTful API-ებთან მუშაობის გამოცდილება;
· UI/UX პრინციპების ცოდნა;
· ვერსიის მართვის სისტემებთან (Git) მუშაობის გამოცდილება;
უნარ–ჩვევები:
· ანალიტიკური აზროვნება
· გუნდური მუშაობის უნარი
· დეტალებზე ორიენტირებული
· სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, ატვირთოთ თქვენი CV და დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“.