სამუშაო ადგილი- საქართველოს ფოსტის სათავო ოფისი -თბილისი, სადგურის მოედანი N2,
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.
ძირითადი მოვალეობები:
· ციფრული პროდუქტის მომხმარებლის გამოცდილების (UX) კვლევა და დიზაინი;
· ინტერფეისის (UI) დიზაინის შექმნა ბრენდის ვიზუალურ იდენტობასთან შესაბამისობაში;
· მომხმარებლის ნაკადების (User Flow) და პროდუქტის პროტოტიპების შემუშავება;
· Figma, Adobe XD ან Sketch-ში მაღალი დეტალიზაციის მაკეტების მომზადება;
· სხვადასხვა მოწყობილობისთვის ადაპტირებული ინტერფეისების შექმნა;
· მჭიდრო თანამშრომლობა დეველოპმენტისა და პროდუქტის მენეჯმენტის გუნდთან;
· მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და პროდუქტის მუდმივი გაუმჯობესება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება UI/UX დიზაინის სფეროში;
· მობილური და ვებ პლატფორმების დიზაინის გამოცდილება;
· UX პრინციპების, ინფორმაციული არქიტექტურისა და ინტერაქციის დიზაინის სიღრმისეული ცოდნა;
· თანამედროვე დიზაინის ინსტრუმენტებით (Figma, Adobe XD ან Sketch) მუშაობის ცოდნა და გამოცდილება ;
· UX კვლევის მეთოდების ცოდნა (User Testing, Persona, Journey Map);
· HTML/CSS-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ–ჩვევები:
· ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება
· გუნდური მუშაობის უნარი
· დეტალებზე ორიენტირებული
· სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, ატვირთოთ თქვენი CV, პორტფოლიო და დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“.