მძღოლი თბილისში

გამოქვეყნებულია ნოემბერი 03, 2025 / ძალაშია დეკემბერი 03, 2025

ანაზღაურება -  1250 ლარი

სამუშაო ადგილი- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·    დადგენილი გრაფიკის მიხედვით, უზრუნველყოფს გზავნილების ტრანსპორტირებას საქართველოს ფოსტის ტერმინალებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე;

·    მონაწილეობს  გზავნილების ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში;

· უზრუნველყოფს გზავნილების/ტვირთის დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხო ტრანსპორტირებას და დაუზიანებლად, არსებული წესის დაცვით, უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        სავალდებულოა მართვის მოწმობა B  კატეგორია;

·        სასურველია მართვის მოწმობა C  კატეგორია;

·        საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

 

 

უნარ–ჩვევები: 

·        სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;

·        ყურადღება დეტალების მიმართ;

·        გუნდური მუშაობა;

·        სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს: 

-        გასაუბრება;

-        მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

 

 

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.