სამუშაო ადგილი: კახეთის რეგიონალური დახარისხების ცენტრი.
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 07:30-დან– 18:30-მდე, შესვენება 12:30-დან 15:00-მდე; შაბათი - 07:30-დან- 12:00-მდე
ძირითადი მოვალოებები:
· დადგენილი გრაფიკის მიხედვით, საფოსტო გზავნილებისა და ტვირთების კახეთის რეგიონული დახარისხების ცენტრიდან ტრანსპორტირება კახეთის რეგიონულ სერვისცენტრებში;
· უზრუნველყოფს ე.წ. რეფერალური მომსახურების გაწევას, რაც გულისხმობს, დადგენილ მარშრუტზე, ლაბორატორიიდან ტუბერკულიოზის საკვლევი მასალის მიღებას, მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და დადგენილი წესით საფოსტო გზავნილების დახარისხების ცენტრში შესაბამისი პირისათვის ან/და მიმღებისათვის გადაცემას;
· ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი გზავნილების მანქანაში ჩატვირთვას და გადმოტვირთვა და დანიშნულების ადგილას მიტანისა;
· უზრუნველყოფს გზავნილების/ტვირთის დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხო ტრანსპორტირებას და დაუზიანებლად, არსებული წესის დაცვით, შესაბამისი პირისათვის გადაცემას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· მართვის მოწმობა B კატეგორია, სასურველია C კატეგორია.
უნარ-ჩვევები:
· ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
· სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
· ყურადღება დეტალების მიმართ;
· თვითკონტროლი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
- გასაუბრება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, ატვირთოთ CV და დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“.