სამუშაო საათები : ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე.
ძირითადი ფუნქციები:
· მიმდინარე ვაკანსიების შესახებ განცხადებების მომზადება და მათი განთავსება დასაქმების ონლაინ პლატფორმებზე;
· მიღებული განაცხადებისა და რეზიუმეების გადარჩევა გასაუბრებაზე მოსაწვევი კანდიდატების შერჩევის მიზნით;
· ტესტირების და გასაუბრებების ორგანიზება, ჩატარება, შედეგების აღრიცხვა და ანალიზი;
· კანდიდატებზე რეკომენდაციების მოძიება მოქმედ და/ან ყოფილ დამსაქმებლებთან;
· კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შერჩევის უზრუნველსაყოფად, საგანმანათლებლო და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ინიცირება და საჭირო დოკუმენტების (მემორანდუმი, ხელშეკრულება და სხვ.) მომზადება;
· შიდა წესების შესაბამისად, სტაჟირების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ფაილინგი;
· პერსონალის შერჩევის მიზნით დასაქმების ფორუმებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
· მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პერსონალის შერჩევის სფეროში;
· უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
· MS Office-ის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, ატვირთოთ CV და დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“.